30 სექტემბერი, 2024
ფიზიკური და ონლაინ• კურსის ღირებულება: 330 ₾
• დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 7 ნოემბერი, 2024
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 12 ლექცია - 24 საათი
• ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 230 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 4 დღით ადრე.
მიზნობრიობა:
სასერტიფიკატო კურსის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხებზე. კერძოდ, დღევანდელ მსოფლიოში საყოველთად აღიარებულია, რომ კლიმატის ცვლილებას შესწევს უნარი დაარღვიოს ადამიანის უფლებები, ხოლო ადამიანის უფლებების მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად.
კურსის აღწერა:
ზოგადად, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობს. ბუნებრივი გარემოს დაზიანებას შესწევს უნარი უარყოფითი გავლენა იქონიოს და დაარღვიოს ადამიანის უფლებები, რადგან ჯანსაღი გარემო ადამიანის უფლებებით სარგებლობის აუცილებელ წინაპირობას წამოადგენს.
კლიმატის ცვლილება დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების არანორმალურად დიდი კონცენტრირების შედეგად ხდება. კერძოდ, ადამიანის სხვადასხვა საქმიანობა იწვევს სათბურის აირების ჭარბ ემისიას ატმოსფეროში. ხოლო აღნიშნულს კი შედეგად მოჰყვება სათბურის ეფექტის გაძლიერება, რაც თავის მხრივ იწვევს გლობალური ტემპერატურის მატებას და შესაბამისად გლობალურ დათბობას.
კლიმატის ცვლილება აღნიშნავს, როგორც გლობალურ დათბობას, ასევე ამ პროცესის ანუ გლობალური დათბობის შედაგად წარმოქმენილ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მყინავრების დნობა მთებზე და ყინულის ფენების განლევა ოკეანეებში; ზღვის დონის მატება; დატბორვები; წყალდიდობები; ნალექიანობის ზრდა; ქარიშხალების გაძლიერება და გახშირება; ე.წ. „სიცხის ტალღები“; გახშირებული და განგრძობადი გვალვები; ტროპიკული ციკლონები; ტყის ხანძრები; მცენარეების ყვავილობის პერიოდების ცვლა; და სხვა.
კლიმატის ცვლილება იწვევს ბუნების ჩვეული ბალანსის რღვევას და სხვადასხვა სახის საფრთხეს უქმნის ადამიანებს და სიცოცხლის ყველა ფორმებს დედამიწაზე. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება ზიანს აყენებს როგორც უშუალოდ ბუნებრივ გარემოს მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ადამიანების ჯანმრთელობას და იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას.
კურსზე განხილული და გაანალიზებული იქნება კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევებზე საერთაშორისო და სხვადასხვა ეროვნული სასამართლეობის გადაწყვეტილებები, მაგალითად:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR)
2024 წლის 9 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ მან პირველად დაადგინა საქმეზე - Verein KlimaSeniorinnen Schweiz and Others v. Switzerland, რომ ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და კეთილდოებაზე კლიმატის ცვლილების უარყოფითმა ზემოქმედებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენცია ასევე მოიცავს უფლებას დაცული იყოს ინდივიდი სახელმწიფოს მხრიდან, რათა კლიმატის ცვლილებამ არ მოახდინოს სეროზული უარყოფითი გავლენა მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისზე. ევროპულმა სასამართლომ შვეიცარიას დააკისრა ახალი ტიპის ვალდებულება, კერძოდ რომ მიიღოს ზომები კლიმატის ცვლილების ეფექტების შესამსუბუქებლად.
ნიდერლანდები
ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ 2019 წელს დაადგინა საქმეზე - The judgment in State of the Netherlands v. Urgenda Foundation, რომ სათბური აირების 25% პროცენტით შემცირების ვერ მოხერხება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბროძოლის საქმეში წინააღმდეგობაში მოვიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლებით დაცულ უფლებებთან.
გერმანია
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წელს დაადგინა საქმეზე - Neubauer v Germany (24 March 2021), რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციით გარანტირებული სოცოცხლის უფლების დარღვევას, რადგან არ ხდებოდა სათანადოდ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ზომების მიღება, კერძოდ კი სათბური აირების სათანადოდ შემცირება.
ბელგია
ბრუსელის სააპელაცია სასამართლომ 2023 წელს დაადგინა საქმეზე - VZW Klimaatzaak v Kingdom of Belgium & Others, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლები დაირღვა, რადგან არ ხდებოდა აღებული ვალდებულებების შესრულება სათბური აირების შემცირების კუთხით.
ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო
2017 წელს, ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ მიიღო საკონსულტაციო დასკვნა (OC-23/17) და განაცხადა, რომ ჯანსაღი გარემოს უფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება, ხოლო გარემოს გაუარესება, მათ შორის კლიმატის ცვლილება, უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებებზე.
კოლუმბია
კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს დაადგინა საქმეზე - Demanda Generaciones Futuras v. Minambiente, რომ ჯანსაღი გარემოს უფლება ირღვეოდა კლიმატის ცვილებისა და კოლუმბიის ამაზონის გაუტყეურების გამო, რადგან არ სრულდებოდა პარიზის შეთანხმების ვალდებულებები, კერძოდ კი ამაზონის გაუტყეურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
შესაბამისად, კურსზე განხილული და გაანალიზებული იქნება გარემოსდაცვითი უფლებების 3 კატეგორია და მათი კავშირები კლიმატის ცვლილებასთან:
1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გამომდინარე გარემოსდავითი უფლებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგიერთ უფლებას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად განმარტავს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სიცოცხლის (მე-2 მუხლი), პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის (მე-8 მუხლი), საკუთრებისა (1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი) და სხვა უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგიერთ უფლებას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად განმარტავს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სიცოცხლის (მე-2 მუხლი), პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის (მე-8 მუხლი), საკუთრებისა (1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი) და სხვა უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით.
ასეთი საქმეების მაგალითებია: Lopez Ostra v Spain (1995); Fedeyeva v. Russia (2005); Jugheli and Others v. Georgia (2017); Guerra and Others v Italy (1998); Powell and Rayner v. UK (1990); Hatton and Others v. UK (2003); Zander v. Sweden (1993); Balmer-Schafroth and Others v Switzerland (1997); Hatton and Others v. UK (2003); Taskin and Others v Turkey (2005); Chapman v UK (2001); LCB v. the UK (1998); Öneryıldız v. Turkey (2004); Kolyadenko v. Russia (2012).
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არსად არ ახსენებს გარემოს, კონვენციის პრაქტიკა ითვალისწინებს გარემოს დაბინძურებისთან დაკავშირებული დავების ადამიანის უფლებების დარღვევის ჩარჩოში მოქცევის გზებს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით აღიარებულია, რომ თუ გარემოს დაბინძურება ადამიანებზე მავნე ზემოქმედებას მოახდენს, ამას შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა მოჰყვეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2024 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - Verein KlimaSeniorinnen Schweiz and Others v. Switzerland დაადგინა, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა დაირღვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
2. ჯანსაღი გარემოს უფლება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოყოლებული აღიარებულია ჯანსაღი გარემოს უფლება, კერძოდ იგი ადგენს: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში“ (მუხლი 29 „გარემოს დაცვის უფლება“ (II თავი, ადამიანის ძირითადი უფლებები).
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საყოველთაოდ აღიარა ჯანსაღი გარემოს უფლება, კერძოდ 2022 წლის ივლისში მიიღო რეზოლუცია „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლების თაობაზე“ (A/RES/76/300); გაერო-ს თანახმად, ჯანსაღი გარემოს უფლება შედგება შემდეგი 6 არსებითი ხასიათის ელემენტისაგან: უსაფრთხო კლიმატი; სუფთა ჰაერი; ჯანმრთელი ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება; სუფთა და საკმარისი წყალი; ჯანმრთელი და მდგრადი საკვები; არა ტოქსიკური გარემო (A/74/161, 2019, პუნქტი 43).
გაერო-ს თანახმად, ჯასნაღი გარემოს უფლების „უსაფრთხო კლიმატის“ ელემენტი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს მოამზადონ უფლებებზე დაფუძნებული „დეკარბონიზაციის“ სამოქმედო გეგმები პარიზის შეთანხმების მიხედვით და გადადგან კლიმატის ცვლილების შემამსუბუქებელი კონკრეტული ნაბიჯები (A/74/161, 2019, პუნქტი 75).
როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოების მხრიდან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში შესაბამისი ზომების არ მიღებას შესაძლოა მოჰყვეს ჯანსაღი გარემოს უფლების დარღვევა.
3. პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებები
პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებებია - გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება; გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება; და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება.
აღნიშნული უფლებები გარანტირებულია გაერო-ს ფარგლებში მიღებული ორჰუსის კონვენციის მიერ. ორჰუსის კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დარგებს ერთმანეთს უკავშირებს. გარემოს დაცვა საჭიროებს საჯარო და არასაჯარო სექტორის ერთობლივ ძალისხმევას და ორჰუსის კონვენცია ეფუძნება მიდგომას, რომლის თანახმად გარემოს დაცვისათვის საჭიროა რიგითი მოქალაქეები ატქიური მონაწილეობა.
ორჰუსის კონვენცია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადეობის მნიშვნელოვან ბერკეტს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
კურსის გაგვლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- რაგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები;
- რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები კლიმატის ცვლილების შედეგად; როგორ არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების მექანიზმის გამოყენება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად;
- გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა (1992) და მის ფარგლებში 2015 წელს დადებული პარიზის შეთანხმების ძირითადი პრინციპები;
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძირითადი პრინციპები;
- გარემოსდაცვითი უფლებების კატეგორიები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, კერძოდ:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები;
- ჯანსაღი გარემოს უფლება;
- პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებები
- გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ის სახეობები და მასშტაბი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების დარღვევა;
- რა უნდა გაკეთდეს კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციისათვის;
- როფორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება;
- როფორ უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი უფლებების დარღვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება;
- როგორ უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი უფლებების ეფექტიანი რეალიზება.