განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში. შესაბამისად გაერო-ს ფარგლებში ჩამოყალობდა და განვითარდა მდგრადი განვითარებისათვის განათლების (Education for Sustainable Development - ESD) კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს განათლების როლის გაზრდას მდგრადი განვითარების მიღწევაში.
გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ 2005 წელს მიღებულ იქნა „მდგრადი განვითარებისათვის განათლების UNECE-ს სტრატეგია“, რომლის თანახმად განათლებამ ყველა საფეხურზე განსაკუთრებული წვილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების განათლების (ESD) მიმართულებაში (პუნქტი 19).
გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) თანახმად, მდგრადი განვითარების ცოდნისა და უნარებისათვის მნიშვნელოვანია განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD), (მიზანი 4 „ხარისხიანი განათლება“, ამოცანა 7).
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2017 წელს მიიღო რეზოლუცია A/RES/72/222 „განათლება მდგრადი განვითარებისათვის 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში“. აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) არის მდგრადი განვითარების ყველა მიზნის მიღწევის გადამწყვეტი საშუალება (პუნქტი 2).
UNESCO-ს ეგიდით მიღებულ იქნა „გაერო-ს დეკადა განათლება მდგრადი განვითარებისათვის (2005-2014)“, რომლის თანახმად განათლების და სწავლების ყველა მიმართულებაში საჭიროა მდგრადი განვითარების პრინციპების, ღირებულებებისა და პრაქტიკის ინტეგრირება.
UNESCO-მ 2014 წელს მოამზადა „ისეთი მომავლის შექმნა, რომელიც გვსურს - გაერო-ს დეკადა განათლება მდგრადი განვითარებისათვის (საბოლოო ანგარიში)“, რომლის თანახმად სულ უფრო მზარდია ახალგაზრდების სურვილი მიიღონ მდგრადობასთან დაკავშირებული განათლება და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების რეორიენტაცია ამ კუთხით ასევე წარმოადგენს მოთხოვნაზე მიწოდების პროცესს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, სტუდენტები აცნობიერებენ დედამიწის წინაშე არსებულ გამოწვევებს და უნდათ სულ მეტი და მეტი ისწავლონ ამ საკითხებზე (გვ 118).
UNESCO-მ 2019 წელს მიიღო „განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) განხორციელების ჩარჩო, 2019 წლის მიღმა“, რომლის თანახმად UNESCO აღიარებულ იქნა გაერო-ს მთავარ ორგანოდ განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) მიმართულებაში (პუნქტი 1). განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) წარმოადგენს UNESCO-ს განათლების სექტორის რეაგირებას დედამიწის წინაშე მდგარი საგანგაშო და დრამატული გამოწვევების საპასუხოდ („განათლება მდგრადი განვითარებისათვის“, UNESCO, 2023).
UNESCO-მ 2020 წელს მიიღო „განათლება მდგრადი განვითარებისათვის: საგზაო რუქა“, რომლის თანახმად UNESCO-მ უნდა ითამაშოს მთავარი როლი განათლების მეშვეობით დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) უნდა იქნას ინტეგრირებული გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე განათლებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის სფეროებში.
ევროკავშირის საბჭომ 2010 წელს მიიღო „საბჭოს დასკვნები მდგრადი განვითარებისათვის განათლებაზე“, რომლის თანახად, განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) არის უმნიშვნელოვანესი მდგრადი საზოგადეობის მისაღწევად და შესაბამისად, იგი სასურველია განვითარდეს (პუნქტი 4).
თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში საჭიროა დამატებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა განათლების სფეროში, რათა განათლებამ მდგრადი განვითარებისათვის (ESD) გადამწყვეტი როლი ითამაშოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში.