მდგრადობის მეცნიერება

მდგრადობის მეცნიერება წარმოადგენს ახალი ტიპის მეცნიერებას. იგი  ბოლო ათწლეულების განმავლობაში განვითარდა როგორც მეცნიერების ახალი დარგი. მდგრადობის მეცნიერება არის მეცნიერება მდგრადობის თაობაზე, რომელიც სწავლობს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მოწოდებულია გააძლიეროს მდგრადი პოლიტიკის განხორციელება. 

როგორც მეცნიერების დარგი, ის ცდილობს იპოვოს კომპრომისული გამოსავალი ადამიანების და პლანეტის საჭიროებებს შორის. მდგრადობის მეცნიერების კონცეფციამ აკადემიურ წრეებში განსაკუთრებული ადგილის დაკავება დაიწყო სამეცნიერო ჟურნალ „Science“-ში სტატიის - „მდგრადობის მეცნიერება“ გამოქვეყნების შემდეგ (Kates et al, 2001). აღნიშნული სტატიის ავტორების თანახმად, „მდგრადობის მეცნიერების ახალი დარგი ვითარდება, რომლის მიზანია ბუნების და საზოგადეობას შორის ურთიერთკავშირების ხასიათის შეცნობა“ და „რომელიც ფოკუსირებას ახდენს საზოგადეობის უნარზე აქციოს აღნიშნული ურთიერთკავშირები უფრო მდგრადად“ (Kates et al, 2001). მდგრადობის მეცნიერება მოწოდებულია ხელი შეუწყოს გარდამავლობას მდგრადობისაკენ (Clark, 2007).   

მდგრადობის მეცნიერება მოწოდებულია ახალი გადმოსახედიდან გადაჭრას ისეთი გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება, გაუტყეურება, სასმელი წყლის დეფიციტი და სხვა. მდგრადობის მეცნიერება, გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭირის მიზნით, ცდილობს დააკავშიროს ერთმანეთთან საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები.  მდგრადობის მეცნიერება ფოკუსირებას ახდენს ეკოლოგიის, ეკონომიკისა და სოციალური სისტემების ურთიერთკავშირებზე. მდგრადობის მეცნიერება, როგორც მეცნიერების დარგი და კვლევის სფერო, მიგვიძღვება მდგრადი გლობალური საზოგადეობის ჩამოყალიბებისაკენ. აღნიშნულ პროცესში იგი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებსაც მეცნიერების ტრადიციულმა დარგებმა ვერ უპასუხეს. მდგრადობის მეცნიერება ეყრდნობა ინტერდისციპლინარული და ტრანსდისციპლინარული კვლევის მეთოდებს. იგი აყალიბებს ტრანსდისციპლინარულ აკადემიურ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს საბუნებისმეტყველო, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. იგი თავს უყრის ცოდნას სვხდასხვა დარგებიდან. მდგრადობის მეცნიერება ეყრდნობა ტრანსდისციპლინარულ კვლევას და განათლებას, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას.

მდგრადობის მეცნიერება, არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, აერთიანებს სხვადასახვა დაინტერესებული მხარეების ცოდნასა და ხედვებს. იგი მოიცავს როგორც მეცნიერული კვლევის კომპონენეტს, ასევე სხვადასახვა ექსპერტებისა თუ რიგითი მოქალაქეების ცოდნასა და ხედვებს. მდგრადობის მეცნიერება მიიჩნევა გამოყენებით მეცნიერებად, რადგან იგი მოწოდებულია გადაჭრას პრაქტიკული პრობლემები.
დღევანდელ მსოფლიოში, მდგრადობის მეცნიერება არის სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობის წიგნების, სამეცნიერო ჟურნალებისა და სტატიების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებისა და სამეცნიერო კონფერენციების საგანი.
გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) უკვე გადადგა შთამბეჭდავი ნაბიჯები მდგრადობის მეცნიერების განვითარებისა და გაძლიერების კუთხით.1

 

„მდგრადობის მეცნიერება“, UNESCO-ს სოციალური ტრანსფორმაციის მენეჯმენტის (MOST) პროგრამა

სოციალური ტრანსფორმაციის მენეჯმენტის (MOST) პროგრამა ხორციელდება UNESCO-ს მიერ, რათა კვლევასა და პოლიტიკას შორის, ასევე, ცოდნასა და პრაქტიკას შორის მოხდეს კავშირების გაძლიერება. 

სოციალური ტრანსფორმაციის მენეჯმენტის (MOST) პროგრამა მიმართულია ხელი შეუწყოს UNESCO-ს ძალისხმევას „მდგრადობის მეცნიერების, როგორც მეცნიერების ახალი დარგის განვითარების საქმეში, რათა მოხდეს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა ინტერდისციპლინარულ ცოდნაზე დამყარებული მიდგომებით“. MOST პროგრამის მიზანია სოციალური ტრანსფორმაციის გამოწვევების გადალახვა მდგრადობის მეცნიერების განვითარებისა და გაძლიერების გზით. MOST პროგრამის მიზანია სწორად იქნას გაგებული თუ როგორ ხდება კომპლექსური ფიზიკური, ბიოლოგიური და სოციალური სისტემების ფუნციონირება. MOST პროგრამის თანახმად, „მდგრადობის მეცნიერება არის ცოდნის განსხვავებული ფორმა და ასევე განსაკუთრებული მიდგომა ცოდნის გამოყენებისა და მობილიზების თვალსაზრისით“.
 

UNESCO-ს საერთაშორისო  პროექტი „მდგრადობის მეცნიერების მიდგომის გამოყენების გაფართოება“

UNESCO-ს საერთაშორისო  პროექტი „მდგრადობის მეცნიერების მიდგომის გამოყენების გაფართოება“ ამოქმედდა 2015 წელს იაპონიის მთავრობოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა წევრი ქვყნებისათვის მდგრადი განვითარების სტრატეგიების ფარგლებში მდგრადობის მეცნიერების როლის გაზრდაზე სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას. პროექტის თანამხად, „პრაქტიკოსებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შორის ურთიერთკავშირი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს ამგვარი პრობლემების გადაჭრა. სხვადასახვა დაინტერესებული მხარეებს შორის (მთავრობა, ანალიტიკური ორგანიზაციები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის სხვა აქტორები) კავშირების გაძლიერება საჭიროა, რათა მოხდეს კარგი მმართველობის მხარდაჭერა  მდგრადი საზოგადეობის მისაღწევად და მდგრადობის მეცნიერების სრული პოტენციალის რეალიზება“.

აღნიშნული პროექტის თანახმად, მეცნიერებას აკისრია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის სამეში. შესაბამისად, მეცნიერება უნდა ფოკუსირდეს „პრობლემების გადაჭრაზე ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდების გამოყენებით, რათა მოხდეს კონკრეტული წვლილის შეტანა მდგრად განვითარებაში. კვლევისა და განათლების საშუალებით, ტრანსდისციპლინარული მდგრადობის მეცნიერება წარმოადგენს აღნიშნული მიდგომის ძირითად კომპონენეტს.“ 

პროექტის თანახმად, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, იგი მიზნად ისახავს ტრანსდისციპლინარულ კვლევაში და განათლებაში მდგრადობის მეცნიერების მიდგომის შეტანას.  პროექტის მთავარი შედეგი გახლავთ „კვლევაში და განათლებაში მდგრადობის მეცნიერების სახელმღვანელო პრინციპები“, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს.

თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში მდგრადობის მეცნიერების პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში საჭიროა დამატებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მეცნიერების სფეროში, რათა მდგრადობის მეცნიერებამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს  მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში.