მიზნები, ხედვა და მისია

აკადემიის მიზნები

საქართველოში ახლებური საერთაშორისო პლატფორმის ჩამოყალიბება, რათა:

•    წვლილი შეიტანოს საქართველოში მდგრადობის მეცნიერების განვითარებაში და გაძლიერებაში;
•    წვლილი შეიტანოს საქართველოში მდგრადობის მიღწევაში მდგრადობის მეცნიერების მეშვეობით;
•    წვლილი შეიტანოს საქართველოში მდგრადობის მიღწევაში მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) მეშვეობით;
•    წვლილი შეიტანოს საქართველოში მდგრადობის მიღწევაში გარემოსდაცვითი უფლებების მეშვეობით.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება მდგრადობის მეცნიერებისა და გარემოსდაცვითი უფლებების სფეროებში;

მდგრადობის სფეროში თემატური სასერთიფიკატო კურსების ორგანიზება. აღნიშნული კურსები ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე გამოყენებულ იქნება სწავლების ჰიბრიდული მეთოდი; 

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის  საქმეში  მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) მნიშვნელობაზე საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით კონფერენციების, სემინარების, კონკურსებისა და სხვადასხვა თემატური ღონისძიებების ჩატარება.


აკადემიის ხედვა

მდგრადი განვითარება არის ერთადერთი ეფექტიანი გზა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო მდგრადობის მეცნიერება და განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) წარმოადგენენ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისა და შესაბამისად მდგრადობის მიღწევის ძირითად საშუალებას; 

თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მეცნიერებისა და განათლების პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისათვის ძირითადად გამოიყენება კამპანიური ხასიათის ღონისძიებები და არა  განათლება და მეცნიერება;

შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში საჭიროა დამატებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა  განათლებისა და მეცნიერების სფეროში, რათა  მდგრადობის მეცნიერებამ და განათლებამ მდგრადი განვითარებისათვის (ESD) გადამწყვეტი როლი ითამაშოს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში;

გარემოსდაცვით უფლებებს, როდესაც ამ უფლებებით სარგებლობა და ამ უფლებების განხორციელება ხდება ეფექტიანად, აქვთ დიდი პოტენციალი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკოლოგიური პრობლემების (მაგ. კლიმატის ცვლილება) გადაჭრაში და შესაბამისად,  მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში.


აკადემიის მისია

შექმნას საუკეთესო მაგალითი საქართველოში თუ როგორ უნდა შეიტანოს მდგრადობის  მეცნიერებამ, განათლებამ მდგრადი განვითარებისათვის (ESD) და გარემოსდაცვითმა უფლებებმა გადამწყვეტი წვლილი გაერო-ს მდგრადი  განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში და შესაბამისად, მდგრადობის მიღწევაში.