გლობალური ეკოლოგიური პრობლემები
გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა, პოლარული ყინულის საფარის დნობა და მყინვარების დნობა მთებზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება, მჟავური ნალექები, გაუტყეურება თუ სასმელი წყლის დეფიციტი, წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას კაცობრიობისათვის. მიჩნეულია, რომ გლობალური ეკოლოგიური პრობლემები ძირითადად გამოწვეულია გარემოზე ადამიანების ზემოქმედებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად.
მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიღებული ერთობლივი ზომებისა, მაგალითად კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენცია (1992), ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (1992), კიოტოს პროტოკოლი (1997), პარიზის შეთანხმება (2015), მდგრადი განვითარების მიზნები - SDGs (2015), გლობალური ეკოლოგიური მდგომარეობა სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით და პარამეტრებით მაინც უარესდება და აღნიშნულის დასტურია ოფიციალური სტატისტიკა.
მდგრადი განვითარება
ბუნებრივი გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე უარის. შესაბამისად, გაერო-ს ფარგლებში ჩამოყალობდა და მსოფლიოს მასშტაბით განვითარდა მდგრადი განვითარების კონცეფცია. მდგრადი განვითარება, რაც აღნიშნავს ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და სოციალურ ჩართულობის ერთიანობას, არის ერთადერთი ეფექტიანი გზა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მგდრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პროგრესის მიღწევას დედამიწის ეკოლოგიური სისტემების დაზიანების გარეშე. 2015 წელს გაერო-მ დაამტკიცა ისტორიული დოკუმენტი - მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs).
თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, განათლებისა და მეცნიერებისა პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისათვის ძირითადად გამოიყენება კამპანიური ხასიათის ღონისძიებები და არა განათლება და მეცნიერება.
განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD)
მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) კონცეფცია შემუშავდა და განვითარდა გაერო-ს მიერ, რათა განათლებამ გაძლიერებული წვილილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიღწევაში. განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ფასეულობებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას განათლებისა და სწავლების ყველა ასპექტში. განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) მოწოდებულია განხორციელდეს განათლების ფორმალურ და არაფორმალურ სისტემებში. დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მზარდია აღიარება, რომ განათლება მდგრადი განვითარებისათვის (ESD) თამაშობს გადამწყვეტ როლს მდგრადი განვითარების ყველა მიზნის (SDGs) მიღწევის საქმეში.
თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში საჭიროა დამატებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა განათლების სფეროში, რათა განათლებამ მდგრადი განვითარებისათვის (ESD) გადამწყვეტი როლი ითამაშოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში.
მდგრადობის მეცნიერება
მდგრადობის მეცნიერება წარმოადგენს მეცნიერების ახალ დარგს. გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) თანახმად, მდგრადობის მეცნიერება არის მეცნიერება მდგრადობის თაობაზე, რომელიც სწავლობს მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მოწოდებულია გააძლიეროს მდგრადი პოლიტიკის განხორციელება. როგორც მეცნიერების დარგი, ის ცდილობს იპოვოს კომპრომისული გამოსავალი ადამიანებისა და პლანეტის საჭიროებებს შორის. მდგრადობის მეცნიერება შეისწავლის ეკოლოგიურ პრობლემებს ახალი გადმოსახედიდან. ის ფოკუსირებას ახდენს გარემოს, ეკონომიკისა და სოციალური სისტემების ურთიერთკავშირზე. დღევანდელ მსოფლიოში, მდგრადობის მეცნიერება არის სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობის წიგნების, სამეცნიერო ჟურნალებისა და სტატიების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებისა და სამეცნიერო კონფერენციების საგანი.
თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოში მდგრადობის მეცნიერების პოტენციალი სრულად არ გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში. შესაბამისად, მომავალი წლების განმავლობაში საჭიროა დამატებითი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მეცნიერების სფეროში, რათა მდგრადობის მეცნიერებამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში.
გარემოსდაცვითი უფლებები
ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობს. ჯანსაღი გარემო ადამიანის უფლებებით სარგებლობის წინაპირობას წამოადგენს, ხოლო გარემოს დაბინძურებას შესწევს უნარი უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე. ადამიანის უფლებათა გადმოსახედიდან ადამიანის უფლებების დაკავშირება გარემოს დაცვასთან მიზნად ისახავს ადამიანების იმდენად დაცვას გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, რამდენადაც ეს დაიცავს ადამიანის უფლებებს დარღვევისაგან. გარემოსდაცვითი უფლებების სამი ძირითადი კატეგორია არსებობს: 1. სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე არსებითი უფლება; 2. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გარემოსდავითი უფლებები, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სიცოცხლის, პირადი ცხოვრებისა და საკუთრებისა უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები; და 3. პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებები - გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება.
გარემოსდაცვით უფლებებს აქვთ დიდი პოტენციალი, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკოლოგიური პრობლემების (როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან სასმელი წყლის დეფიციტი) გადაჭრაში და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში. თუმცა, დღესდღეობით აღნიშნული პოტენციალი სრულად არ გამოიყენება. შესაბამისად, საჭიროა გარემოსდაცვითი უფლებების სამივე კატეგორიის უფლებების პოტენციალის სრულად გამოყენება გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიზნების მიღწევის საქმეში. გარემოსდაცვითი უფლებები შესაძლოა გახდეს ფართო საზოგადეობის ხელთ არსებული გადამწყვეტი მნიშვნელობის იურიდიული ინსტრუმენტი ეფექტიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) დროული მიღწევის საქმეში.