წესები და პირობები

საქონტაქტო ინფორმაცია

შპს „მდგრადობის მეცნიერების აკადემია“
ს/ნ 405675568
მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5, მე-2 სართული
ელ ფოსტა: ssa.edu.ge@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 577508487
 

კურსზე რეგისტრაცია 

თქვენს მიერ შერჩეული კურსზე რეგისტრაციის გავლას შეძლებთ   თითოეული კურსის გვერდზე ღილაკზე „რეგისტრაცია“ დაჭერის შემდეგ და შესაბამისი ფორმის შევსების შედეგად. 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ იმეილ შეტყობინებას. აღნიშნულ კომუნიკაციაში მითითებულ იქნება, რომ კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკრეტულ კურსზე პასუხისმგებელ აკადემიის შესაბამის თანამშრომელს. აღნიშნულ იმეილ შეტყობინებაში ასევე იქნება ა) ონლაინ გადახდის ბმული და ბ) საბანკო რეკვიზიტები, კურსის საფასური თანხის ანგარიშსწორებისათვის. 
 

კურსზე ჩარიცხვა

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კონკრეტული პირი აკადემიის კურსზე  ჩარიცხულად ითვლება მხოლოდ კურსის ღირებულების თანხის გადახდის შემდეგ. 


კურსის საფასურის გადახდის წესი

კურსის საფასურის გადახდა ხდება სრული თანხის ჩარიცხვით კურსის დაწყებამდე.
 

კონფიდენციალურობა

საბანკო ბარათის მეშვეობით ონლაინ გადახდის შემთხვევაში (როგორც კომპანიებისათვის ასევე ფიზიკური პირებისათის) მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მომაცემთა დაცვას და უსაფრთხეობას.

აკადემია პასუხისგმებელია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები კურსზე დარეგისტრირებულთა, კურსზე ჩარიცხულთა და კურსდამთავრებულთა პერსონალური მონაცემები, იქნება ეს მათი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი თუ სხვა.
  
აკადემია ახორციელებს პერსონალური ინფორმაციის შენახვას (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
 

აკადემიის, როგორც კომპანიის პასუხისმგებლობა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაიხადეთ კონკრეტულ კურსის სრული თანხა  ანუ ითვლებით ჩარიცხულად და კურსი არ შედგა, აკადემია  უკან სრულად გიბრუნებთ გადახდილ თანხას.
 
იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კურსის დაწყების თარიღი, აკადემია აღნიშნულის შესახებ წინასწარ გაგაფრთხილებთ. ხოლო თუ თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა დაწყების ახალი თარიღი, აკადემია  უკან სრულად გიბრუნებთ  გადახდილ თანხას. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაიარეთ რეგისტრაცია, გადაიხადეთ თანხა და ჩაირიცხეთ კურსზე, ხოლო შემდეგ ვეღარ ახერხებთ კურსის გავლას, კურსის დაწყებამდე 3 დღით ადრე აკადემიისათვის შეტყობინების შემთხვევაში გადახდილი თანხა სრულად უკან დაგიბრუნდებათ.  

თუ აკადემიის მიზეზით მოხდება კურსის დღის გაცდენა, აკადემია ვალდებულებას იღებს, თქვენთან შეთანხმებით, ჩაანაცვლოს გაცდენილი დღე.