აკადემის მდგრადობის მეცნიერების კვლევითი ცენტრის (SSRC) საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი სფეროს მეცნიერებთან და ექსპერთებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა საქართველოში მოხდეს მდგრადობის მეცნიერების განვითარებაში და გაძლიერებაში წვლილის შეტანა;
• აკადემიის ყოველკვარტალური ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „მდგრადობის მეცნიერების“ გამოცემა;
• მდგრადობის მეცნიერების სფეროში საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება;
• მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) სფეროში საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება;
• მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) თემატიკაზე კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
• მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) როლზე და მნიშვნელობაზე საქართველოში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
• მდგრადობის მეცნიერების სფეროში ბიბლიოთეკის (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით) შექმნა. აღნიშნულ ბიბლოეთოკაში სხვადასხვა ენებზე იქნება თემატური წიგნები, სახელმღვანელოები, სამეცნიერო სტატიები, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები;
• მდგრადობის მეცნიერების სფეროში უცხო ენებიდან ქართულ ენაზე წამყვანი წიგნების, სახელმღვანელოების და სამეცნიერო სტატიების თარგმნა;
• ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების ავტორობით მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) სფეროებში ახალი მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის ქართულ ენაზე მოამზადების ხელის შეწყობა;
• მდგრადობის სფეროში ქართულენოვანი განმარტებითი ლექსიკონის მომზადება;
• აკადემიის გამომცემლობის - „მდგრადობის მეცნიერების გამომცემლობა“ ჩამოყალიბება ზემოთ მოცემული კვლევითი და საგანმანათლებლო რესურსების გამოცემის მიზნით.