აკადემიის გარემოსდაცვითი უფლებების კვლევითი ცენტრის (ERRC) მიზანია აწარმოოს სამეცნიერო-კვლევით საქმიაობა შემდეგ საკითხებზე:
• ურთიერთკავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის, კერძოდ რამდენად არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების მიერ წვლილის შეიტანა a) გლობალური ეკოლოგიური პრობლემების (როგორიც არის კლიმატის ცვლილება და სასმელი წყლის დეფიციტი) გადაჭრაში, და b) მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში (SDGs);
• „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლების“ პოტენციალი უზრუნველყოს გარემოს დაცვა და მდგრადობა;
• ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებების, მაგალითად როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR), მასშტაბი გამოყენებულ იქნას როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ცალკეული პირების ეკოლოგიური ზიანისგან დაცვისათვის და გარემოს დაცვის უფრო მაღალი სტანდრტების დამკვიდრებისათვის.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კოკვენციის (ECHR) კომპეტენცია a) მოახდინოს ცალკეული პირების დაცვა კლიმატის ცვლილებისაგან გამომდინარე ზიანისგან, და b) შეიტანოს წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) ფარგლებში თანაზომიერების პრინციპის მასშტაბი გამოყენებულ იქნას მდგრადი განვითარების მაგალითების მიღწევის მექანიზმად. კერძოდ კი, გარემოსდაცვით საქმეებზე ცალკეული უფლებების (მაგალითად, მე-8 მუხლის 1-ელი პუნქტით გარანტირებული უფლება) და კოლქტიური ეკონომიუკური ინტერესების ბალანსი (მაგალითად, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესი“).
• ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული სამი პროცედურული გარემოსდაცვითი უფლების პოტენციალი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში;
• ურთიერთკავშირი ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის და „მდგრადი განვითარების უფლების“ ჩამოყალიბების მართებულობა. აღნიშნულ კონტექსტში, ასევე განხილულ იქნება განვითარების უფლების შინაარსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
კვლევითი ცენტრი გამოსცემს აკადემიის ყოველკვარტალურ ორენოვან (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს - „გარემოსდაცვითი უფლებები“;
კვლევითი ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე გარემოსდაცვითი პრობლემები და ასევე, თუ როგორ აისახება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემები გარემოს დაცვაზე.
კვლევითი ცენტრი შექმნის ბიბლიოთეკას (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით) გარემოსდაცვითი უფლებების სფეროში. აღნიშნულ ბიბლოეთოკაში სხვადასხვა ენებზე იქნება თემატური წიგნები, სახელმღვანელოები, სამეცნიერო სტატიები, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.