მდგრადობის მეცნიერების კვლევითი ცენტრი

აკადემის მდგრადობის მეცნიერების კვლევითი ცენტრის (SSRC) საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

•    საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით შესაბამისი სფეროს მეცნიერებთან და ექსპერთებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა საქართველოში მოხდეს მდგრადობის მეცნიერების განვითარებაში და გაძლიერებაში წვლილის შეტანა;

•    აკადემიის ყოველკვარტალური ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „მდგრადობის მეცნიერების“ გამოცემა;

•    მდგრადობის მეცნიერების სფეროში საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება;

•    მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) სფეროში საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოება;

•    მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) თემატიკაზე კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

•    მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) როლზე და მნიშვნელობაზე საქართველოში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

•    მდგრადობის მეცნიერების სფეროში ბიბლიოთეკის (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით) შექმნა. აღნიშნულ ბიბლოეთოკაში სხვადასხვა ენებზე იქნება თემატური წიგნები, სახელმღვანელოები, სამეცნიერო სტატიები, ასევე  სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები; 

•    მდგრადობის მეცნიერების სფეროში უცხო ენებიდან ქართულ ენაზე წამყვანი წიგნების, სახელმღვანელოების და სამეცნიერო სტატიების თარგმნა;

•    ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების ავტორობით მდგრადობის მეცნიერებისა და მდგრადი განვითარებისათვის განათლების (ESD) სფეროებში ახალი მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის ქართულ ენაზე მოამზადების ხელის შეწყობა; 

•    მდგრადობის სფეროში ქართულენოვანი განმარტებითი ლექსიკონის მომზადება;

•    აკადემიის გამომცემლობის - „მდგრადობის მეცნიერების გამომცემლობა“ ჩამოყალიბება ზემოთ მოცემული კვლევითი და საგანმანათლებლო რესურსების გამოცემის მიზნით.