ირაკლი გივიაშვილი

ირაკლი გივიაშვილი


ბიოგრაფია

ირაკლი გივიაშვილი არის მდგრადობის მეცნიერების აკადემიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 

ირაკლი გივიაშვილს 2011 წელს ბრიტანეთში მიღებული აქვს PhD-ის ხარისხი სამართალში (Nottingham Trent University). მისი სადოქტორო ნაშრომი შეეხება ურთიერთკავშირებს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის, კერძოდ გარემოსდაცვით ადამიანის უფლებებს. მას 2002 წელს გერმანიში
მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი სამართლის ფილოსოფიაში (Universität Heidelberg). მან 1998 წელს დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით - საერთაშორისო სამართალი. 

ირაკლი გივიაშვილს აქვს 24 წლიანი გამოცდილება საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. ირაკლი გივიაშვილი 2017-2022 წლებში იყო საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში. 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე იგი იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (CM) თავმჯდომარე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის ოქტომბრამდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებების შეხვედრების (CMDH) თავმდჯომარე. 2014 - 2017 წლებში, როგორც საგანგებო დავალებათა ელჩი ადამიანის უფლებების საკითხებზე, ირაკლი გივიაშვილი საერთაშორისო
თანამეგობრობისათვის ინგლისურ ენაზე ამზადებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ყოველკვარტალურ ანგარიშებს. ხოლო 2007-2010 წლებში იგი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.