განახლებადი ენერგია

04 დეკემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 430 
დაწყების თარიღი: 4 დეკემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 28 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: ოთხშაბათი 19.00-21.00 და შაბათი 15.00-17.00
სულ 8 ლექცია - 16 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 330 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 3 დღით ადრე.

 

მიზნობრიობა:

კურსის მიზანია განახლებადი ენერგიის თემატიკაზე საბაზისო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კურსის მიზანს ასევე წარმოადგენს, თანამედროვე გამოწვევებისა და მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, შესაბამისი ცოდნის  გაზიარება, რომელიც სრულ კორელაციაშია განახლებადი ენერგიის გლობალურ და ლოკალურ ბაზართან, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოებრივ ჭრილში.

ამასთანავე, კურსი ემსახურება საქართველოში კერძო სექტორში განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და დანერგვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

კურსის აღწერა:

თანამედროვე სამყაროში, გამოყენებული ენერიის მოცულობა სწრაფი ტემპით იზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებელზე. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, კონკრეტულად კი ენერგეტიკული რესურსების წარმოების და გამოყენების ფორმების დახვეწაზე, რომელიც არ განახორციელებს მავნე ზემოქმედებას გარემოზე. ამასთან ერთად გამოწვევას წარმოადგენს ენერგოდამოუკიდებლობის მაჩვენებლის ზრდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხია.

მსოფლიოში განვითარებულმა ბოლო წლების პროცესებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვანახვა მულტილატერალური ურთიერთობების აუცილებლობა, რაც 2023 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. გამოწვევები და რისკები, რაც მსოფლიოს წინაშე არსებობს, იქნება ეს დედამიწაზე არსებული ენერგორესურსების ლიმიტირებული დონე თუ გაზრდილი ენერგოწარმოების და მოხმარებით გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილება, საჭიროებს ერთიანი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, კონკრეტულად კი ერთიანი ეკოლოგიურად დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვას, როგორც ენერგიის წარმოების ისე მოხმარების მხრივ. შესაბამისად, იზრდება განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ასეთი ტექნოლოგიების განვითარების აქტუალობა.

კურსის ფარგლებში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განახლებიდი ენერგიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოადგენენ სამომხმარებლო ბაზარზე, როგორიცაა რესურსების კონსერვაცია, მარეგულირებელი საკითხები, ტექნიკური და ტექნოლოგიური ასპექტები, მონიტორინგისა და მენეჯმენტის საფუძვლები.

განახლებადი ენერგიის სასერთიფიკატო კურსი, მჭიდრო კავშირშია ეკონომიკასა და კერძო სექტორში არსებულ გამოწვევებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან, რომელიც სწრაფად ცვალებადი ბაზრის მუდმივი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად კერძო სექტორში არსებული თანამედროვე მიდგომები, ინოვაციური მოდელები და პრაქტიკული მაგალითები, კურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

განახლებადი ენერგიის ტიპების სიღრმისეული შესწავლით, კურსის მსმენელებს  ექნებათ სრული წარმოდგენა ქარის, მზის, ჰიდრო, გეოთერმული, ზღვის ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, წყალბადის და ბიომასის ენერგიაზე, ასევე  სხვადასხვა ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციური მიმართულებების შესახებ, რომელთა ერთობლივი ცოდნით, მსენელებს  შეეძლებათ უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი საქმიანობის წარმართვა განახლებადი ენერგიის შესაძლო გამოყენებისთვის.

განახლებადი ენერგიის სასერთიფიკატო კურსი მულტიდისციპლინარულია, რომელიც სრულად ორიენტირდება თანამედროვე ტენდენციებსა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებზე. ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებით კურსი სრულად ადაპტირდება სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში არსებულ გამოწვევებთან.


იხ.სილაბუსი
 

კურსის დასრულების შემდეგ  მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა და საჭიროება;
  • ტრადიციული ენერგიის სახეობები;
  • მწვანე და განახლებადი ენერგიის სახეობები;
  • განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და იმპლემენტაციის საჭიროება;
  • მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები;
  • მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკები;
  • მდგრადი განვითარების მიზნები და განახლებადი ენერგიის როლი;
  • ტექნოლოგიების როლი განახლებად ენერგიაში;
  • ინოვაციები განახლებად ენერგიაში;
  • საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მდგომარეობა;
  • საქართველოს ენერგო პოტენციალი;
  • საქართველოსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევები
  • კერძო სექტორში არსებული მდგომარეობა, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში;
  • საკუთარი საქმიანობის წარმართვა განახლებადი ენერგიის შესაძლო გამოყენებისთვის;
  • საქართველოში კერძო სექტორში განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და დანერგვის შესაძლებლობები და პერსპექტივები

 

 

 

ლექტორი