ნანუკა გენძეხაძე

ნანუკა გენძეხაძე


ბიოგრაფია

ნანუკა გენძეხაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტირების მაგისტრია. 2022 წლიდან მოყოლებული აქტიურად არის ჩართული განახლებადი ენერგიის ირგვლივ მიმდინარე საქმიანობაში, როგორც პროფესიული ასევე სამეცნიერო კუთხით.

ნანუკას სამაგისტრო თემას წარმოადგენდა: სახელმწიფოს უკუკავშირი მწვანე ენერგიის სარგებელზე.

ნანუკა გენძეხაძე არის მონაწილე ისეთ პროექტებსა და კონფერენციებში, როგორიცაა: Circular Economy Student Scientific Camp (2021), Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (2022), III International Scientific-Technical Conference – Benefits of solar energy utilization and recommendation for Georgian Government (2021), ჟან მონეს საზაფხულო სკოლა EU for Energy Security and Renewable Energy (2024).

ნანუკა აქტიურად ახორციელებს სამეცნიერო/კვლევით საქმიანობას განახლებადი ენერგიის სფეროში. იგი არის თანაავტორი სამეცნიერო სტატიისა: Solar Energy Efficiency and Renewable Source as Georgia’s Energy Independence (სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „ენერგია“ 2021), ასევე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კვლევით სტატიებზე, რომელთა გამოქვეყნებაც იგეგმება მიმდინარე წელს, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.