მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნესში

25 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია
  • კურსის ღირებულება: 450 ₾ 
  • კურსის საფასურის გადახდა გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით
  • დაწყების თარიღი25 ნოემბერი, 2024
  • დასრულების თარიღი26 დეკემბერი, 2024
  • დღეები და დროორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
  • სულ 10 ლექცია - 20 საათი
  • ფორმატილექციები ტარდება ფიზიკურადშესაძლებელია დასწრება ონლაინსრულად ან ნაწილობრივ.
  • ვიდეო ჩანაწერისალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
  • კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდასროგორც წინაპირობას
  • სალექციო ენაქართული
  • კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • მისამართიმარჯანიშვილის . N5, თბილისი


შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგკურსზე ჩასარიცხადასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 350 ლარის უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.

კურსის მიზნობრიობა:

კურსი სთავაზობს მსმენელებს სპეციფიკური გადაჭრის გზებს, ბიზნესში ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მსმენელებმა შეძლონ მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან და მართვასთან დაკავშირებული პროცესების ცოდნა. იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ, კურსის მიზანია მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების სიღრმისეული ანალიზი ინდუსტრიულ და სექტორულ ჭრილში, გარემოს დაცვის, ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისა და სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად.



კურსის აღწერა:

გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად კლიმატის ცვლილება და რესურსების ამოწურვის საფრთხე, წარმოშობენ მდგრადი პრაქტიკების მიღებისა და ინტეგრირების საჭიროებას ბიზნესში.

მდგრადობისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ტენდენცია, არამედ წარმოადგენს აუცილებელ და გარდამავალ პროცესს მთელ მსოფლიოში. ამასთან, განსაკუთრებით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტრანსფორმაციაში მონაწილოებით.

კურსი სთავაზობს კერძო სექტორში მდგრადი ტექნოლოგიების სიღრმისეულ შესწავლას და მათ კრიტიკულ როლს თანამედროვე ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაში. მსმენელები გაეცნობიან მდგრადობის პრინციპებს და ისწავლიან, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტრანსპორტის, მრეწველობის, მოდის, ტურიზმის, ურბანული განვითარების, ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიების, კვებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში.

კურსი ეხება ელექტრომობილების, მწვანე მიწოდების ჯაჭვების, ჭკვიანი ქალაქების და ენერგოეფექტური შენობების უახლეს მიღწევებს, ასევე ეხება რესურსების მოხმარებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობას. რეალურ სამყაროში არსებული მაგალითებისა და გადაწყვეტილებების შესწავლით, მსმენელები მიიღებენ ცოდნას და უნარებს, გამოიყენონ მდგრადი ტექნოლოგიები ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

 

სილაბუსი:

იხბმული
 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • მდგრადობისა და მდგრადი ტექნოლოგიების ცნებები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების, რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადაციის კუთხით;
  • როგორ შეესაბამება მდგრადი ტექნოლოგიები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ტექნოლოგიების სხვადასხვა სექტორში ინტეგრაციის უპირატესობებს;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი (ESG) სარგებელი;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების, წყალბადის საწვავის უჯრედების, ინოვაციების ურბანული მობილურობისა და ლოგისტიკის სფეროში;
  • მდგრადი პრაქტიკა სამრეწველო და საწარმოო სექტორებში, ფოკუსირებული ენერგოეფექტურობაზე, ნახშირბადის შემცირებაზე და მწვანე მიწოდებათა ჯაჭვის მენეჯმენტზე;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მოდისა და ტექსტილის ინდუსტრიაში, ცირკულარული წარმოება და რესურსების ეფექტური პროცესები;
  • მდგრადი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრრიება ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორებში, ეკოტურიზმისა და ნარჩენების შემცირების ჩათვლით;
  • ენერგოეფექტური პრაქტიკა და ჭკვიანური რესურსების მენეჯმენტი ICT (საინფორმაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიები) და მონაცემთა ცენტრებში;
  • სურსათისა და სასმელების სექტორში მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირება, მათ შორის ცირკულარული ბიზნეს მოდელების, ნარჩენების შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის გზები;
  • განახლებადი ენერგიის სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მზისა და ქარის ენერგია, ენერგიის შენახვა და ჭკვიანი ქსელები;
  • მდგრადი ურბანული განვითარება, ჭკვიანი ქალაქები, ეკოლოგიურად სუფთა ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა და მდგრადი ტრანსპორტის მნიშვნელობა და მათი ინტეგრირების გზები;
  • ჯანდაცვის სფეროში მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მათ შორის ენერგოეფექტური სამედიცინო აღჭურვილობის, ტელემედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ჯანდაცვის სისტემებში.

 

ლექტორი