გურამ ბააკაშვილი

გურამ ბააკაშვილი


ბიოგრაფია

გურამ ბააკაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტობის კანდიდატი, მის საკვლევ თემას წარმოადგენს „ცირკულარული ბიზნეს მოდელების ინტეგრირების ფინანსური ანალიზი, სექტორულ ჭრილში“. აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებსა და კურსებში, მდგრადი განვითარების ირგვლივ.

გურამ ბააკაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2023 წლიდან, ცირკულარული ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი, მდგრადობისა და ცირკულარული ბიზნეს მოდელების ირგვლივ,
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

კერძო ბიზნესში გურამ ბააკაშვილს აქვს 12 წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, ბიზნესის განვითარებისა და აღმასრულებელი დირექტორის განხრით, სხვადასხვა სექტორებში. ამჟამად არის ანალიტიკური ცენტრ “ჯეოქეისის“ ეკონომიკური მკვლევარი და საკონსულტაციო კომპანია JIT GreenSteam - ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. JIT GreenSteam წარმოადგენს პირველ კომპანიას საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს თავიანთი ოპერაციების გაციფრულებაში, მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით.