რეგენერაციული აგროკულტურა

28 ოქტომბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 980 ₾ (2 თვის საფასური)
• კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
• დაწყების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 26 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
• სულ 18 ლექცია - 36 საათი
• ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან      ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 880 ლარის ორ ნაწილად გადახდა. ასეთ შემთხვევაში, 880 ლარის პირველი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 4 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილის, კურსზე სწავლების პირველი თვის დასრულების შემდეგ.


მიზნობრიობა:

სასერთიფიკატო კურსის მიზანია მოამზადოს რეგენერაციული აგროკულტურის სპეციალისტები საქართველოში, რომლებიც შეძლებენ რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების პრაქტიკაში გატარებას.

კურსის აღწერა:

დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია ინდუსტრიული სოფლის მეურნოება, რომელიც მოწოდებულია შედეგად მიიღოს მასობრივი პროდუქცია და აღნიშნულისათვის იყენებს ფერმერობის ინტენსიურ მეთოდებს. მიზნების მისაღწევად, ინდუსტრიული სოფლის მეურენობა მასიურად ეყრდნობა სინთეტიკური სასუქებისა და ქიმიური პესტიციდების გამოყენების პრაქტიკას, ასევე ნიადაგის ღრმა დამუშავებას მექანიზირებული ტექნიკის გამოყენებით.

რეგენერაციული აგროკულტურა კი წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის გარდაუვალ ალტერნატივას. რეგენერაციული აგროკულტურა მოწოდებულია იპოვოს გამოსავალი ინდუსტრიული სოფლის მეურნების შედეგად უკვე დაზიანებული ნიადაგის აღდგენისათვის. რეგენერაციული აგროკულტურა მიზნად ისახავს ეკოლოგიის დამანგრეველი ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა გარდაქმნას ეკო მეგობრულ სისტემად. რეგენერაციული აგროკულტურა თავისი არსით იცავს ადამიანების ჯანმრთელობას იმ ზიანისაგან, რომელიც მათ ადგებათ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად.

სწორედ რეგენერაციული აგროკულტურა, როგორც ბიოლოგიური სოფლის მეურნოების ყველაზე ეფექტიანი ფორმა, უარს ამბობს სინთეტური სასუქებისა და ქიმიური პესტიციდების გამოყენების პრაქტიკაზე და იმავდროულად იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ხარჯების შემცირება, მოსავლის ოდენობის გაზრდა და მიღებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. შესაბამისად, რეგენერაციული აგროკულტურის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ევროკავშირი უკვე წლებია ატარებს პოლიტიკას (მაგალითად “Farm to Fork Strategy“ - 2020), რომელიც მიმართულია ბიოლოგიური და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების დამკვიდრებისკენ.

საგულისმოა, რომ გაერო-ს გარემოს პროგრამის (UNEP) თანახმად, რეგენერაციული აგროკულტურა i) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზას, რათა მოხდეს არსებული საკვები სისტემების მდგრადად და ეკოლოგიურად სუფთად გარდაქმნა; ii) გამოწვევას უცხადებს სოფლის მეუროების დამკვიდრებულ მოდელს ბუნებრივ პროცესებზე აქცენტების გაკეთებით და ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმით; iii) წარმოადგენს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDGs) 12-ის მიღწევის უმნიშვნელოვანეს საშუალებას და აძლიერებს ფერმერებს და რეგიოენებს. ხოლო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, რეგენერაციული აგროკულტურა განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა  სოფლის მეურნეობის შედარებით პატარა და ლოკალური პროდუქციის მწარმობელთათვის, რათა მოხერხდეს მათთვის ეკონომიურად სიცოცხლისუნარიან და ეკოლოგიურად მდგრად შედეგებზე გასვლა.

მნიშვნელოვანია საქართველო არ ჩამორჩეს სულ უფრო და უფრო მზარდ საერთაშორისო ტენდენციებს და გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები საქართველოში რეგენერაციული აგროკულტურის დამკვიდრებისა და გაძლიერების კუთხით.

სილაბუსი:

იხ. ბმული
 

კურსის გაგვლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

• რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდით საქმიანობების განხორციელება: ბოსტანში, ვენახში, ხეხილის ბაღში, მარცვლეულის ყანაში;
• რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდის გამოყენება მეცხოველობა/მეფრინველოებაში;
• კომპოსტირება რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების მიხედვით;
• ბიოჩარის დამზადება, დამწიფება და გამოყენება;
• ჯანსაღი ეკო-სისტემის მნიშვნელობა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ;
• გარემოზე რეგენერაციული აგროკულტურის დადებითი გავლენა: გრუნტის წყლები, ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, მწერები, სოკოები, მიკროორგანიზმები;
• რეგენერაციული აგროკულტურის აუალტერნატიობა ჯანმრთელი საკვების მოყვანის თვალსაზრისით;
• ტრადიციული სოფლის მეურნეობის ნიმუშები: ქართული, იაპონური, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის და სხვა.
• რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების გამოყენება ურბანულ სივრცეებში;
• სოციალური ბაღები და ეკო დასახლებები;
• რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების გამოყენება საკუთარ საოჯახო მეურნეობაში თუ საფერმერო საქმიანობაში.

ლექტორები