გია რაზმაძე

გია რაზმაძე


ბიოგრაფია

გია რაზმაძე 2019 წლიდან მოყოლებული არის „რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი. მისი ავტორობით 2022 წელს საქართველოში გამოიცა წიგნი „რეგენერაციული აგროკულტურა: სახელმღვანელო“, რომელიც პირველ და ჯერ-ჯერობით ერთდერთ სახელმღვანელოს წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში.

დაამთავრა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. აქვს დიდი პედაგოგიური გამოცდილება. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად თბილისის, ფშავის და იმერეთის სკოლებში, ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ძეგვის ბავშვთა სახლს“.  მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის სანერგეში მებაღედ, დავით გარეჯის მუზეუმ ნაკრძალში-ძეგლის მცველად. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ფეხით აქვს შემოვლილი თითქმის მთელი საქართველო. 

1990-იან წლებში მუშაობდა .ბიოლოგიური მეურნეობების მრჩევლის პოზიციაზე, ახლად დაფუძნებულ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაში“. ამ წლებში მიიღო დიდი ცოდნა და გამოცდილება ბიოლოგიური მეურნეობის შესახებაც და საქართველოს სოფლების მდგომარეობაც შეისწავლა.

თავის მეგობარ ლევან ხიჯაკაძესთან ერთად 2012 წელს შექმნა რეგენერაციული აგროკულტურის მეურნეობის პატარა ნიმუში, რომელმაც უამრავი ადამიანი დაარწმუნა ამ მეთოდების ქმედუნარიანობაში. პანდემიის პერიოდში უძღვებოდა რეგენერაციული აგროკულტურის ერთწლიან ონლაინ კურსს. საქართველოში ეს მიმდინარეობა სწორედ ამ კურსის საშუალებით გაიცნო ფართო საზოგადეობამ.

2022 წლის ზაფხულში რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრმა,  გაერო-ს განვითარებისა და შვეიცარიის განვითარებისა თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით,  მოაწყო ოთხთვიანი სასერთიფიკაციო კურსი. კურსი მიმდინარეობდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ და ცხელ, გაუდაბნოების პირას მყოფ რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში,  სოფელ არხილოსკალოში ალექსანდრე ჭინჭარაულის საკარმიდამო ნაკვეთზე.  კურსის მიზანი იყო რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპებით შემოსავლიანი მეურნეობის ნიმუშის შექმნა. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა და ეს მეურნეობა დღესაც წარმატებით აგრძელებს არსებობას. კურსს უძღვებოდა გია რაზმაძე.

მუშაობს „რეგენერაციულ ფერმა უდაბნოში“. ხელმძღვანელობს მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლის მიზანია დაეხმაროს „უდაბნოს“ ინდუსტრიული მეთოდიკიდან რეგენერაციულზე გადასვლაში. ამის მიასაღწევად იქმნება რეგენერაციული ნაკვეთები და მზადდება თეორიული ბაზა: ჯგუფის შიგნით მოქმედი მთარგმნელობით ჯგუფი არჩევს და თარგმნის ამ მიმართულებით წარმოებულ საინტერესო კვლევებს, წიგნებსა და სახელმძღვანელოებს. ეძებს ქართულ და სხვა ხალხთა ძველ გამოცდილებებს. აკვირდება და  სწავლობს ეკოსისტემებს, ცდილობს შესაფერისი მცენარეების შემოტანას უდაბნოს ეკოსისტემაში.