ნია მალაზონია

ნია მალაზონია


ბიოგრაფია

მწერალ და მთარგმნელ ირაკლი ლომოურის ხელმძღვანელობით რეგენერაციული აგროკულტურის თემაზე თარგმნა: 

•    სინტროპიული სოფლის მეურნეობის სახელმძღვანელო (რეგენერაციული აგროკულტურის ერთ-ერთი მიმართულება);
•    ვუაზენის სტილის რაციონალური ძოვება, ინტერვიუ დანიელ სუარესთან (რანჩეროსა და საძოვრების მართვის ინსტრუქტორთან);
•    მოამზადა სტატია გლედიჩიაზე (პარკოსანი ხე);
•    თარგმნა  სტატია: „ფიჭვების ხეებს შორის გაშენებული ვენახიდან უკეთესი ღვინო დგება“.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით, სპეციალობა -თურქოლოგია (ბაკალავრი).  

2020 წელს გაიარა მებაღეობის 4 თვიანი კურსი „plant school”-ში.

2020-2021 წლებში გაიარა   რეგენერაციული აგროკულტურის ონლაინ  კურსი, რომელსაც გია რაზმაძე უძღვებოდა.

2022 წლის ზაფხულში გაიარა რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის  მიერ ორგანიზებული ოთხ თვიანი სასერთიფიკაციო კურსი, რომელიც  გაერო-ს განვითარებისა და შვეიცარიის განვითარებისა თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს რაიონში, კერძოდ სოფელ არხილოსკალოში გაიმართა. კურსს უძღვებოდა გია რაზმაძე.

ამ კურსის დასრულების შემდეგ მალევე დაიწყო მუშაობა კომპანია „უდაბნოში“ რეგენერაციული აგროკულტურის სპეციალისტად.