რეგენერაციული აგროკულტურა

20 იანვარი, 2026

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 980 ₾ (2 თვის საფასური)
• კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)

• დაწყების თარიღი: 20 იანვარი, 2026
• დასრულების თარიღი: 20 მარტი, 2026
• დღეები და დრო: სამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
• პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
სულ 18 ლექცია - 36 საათი


• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან      ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 880 ლარის ორ ნაწილად გადახდა. ასეთ შემთხვევაში, 880 ლარის პირველი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილის, კურსზე სწავლების პირველი თვის დასრულებისას.


მიზნობრიობა:


სასერთიფიკატო კურსის მიზანია მოამზადოს რეგენერაციული აგროკულტურის სპეციალისტები საქართველოში, რომლებიც შეძლებენ რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების პრაქტიკაში გატარებას.

კურსის აღწერა:
 

დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია
ინდუსტრიული სოფლის მეურნოება, რომელიც მოწოდებულია შედეგად
მიიღოს მასობრივი პროდუქცია და აღნიშნულისათვის იყენებს ფერმერობის
ინტენსიურ მეთოდებს. მიზნების მისაღწევად, ინდუსტრიული სოფლის
მეურენობა მასიურად ეყრდნობა სინთეტიკური სასუქებისა და ქიმიური
პესტიციდების გამოყენების პრაქტიკას, ასევე ნიადაგის ღრმა დამუშავებას
მექანიზირებული ტექნიკის გამოყენებით.

რეგენერაციული აგროკულტურა კი წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის
მეურნეობის გარდაუვალ ალტერნატივას. რეგენერაციული აგროკულტურა
მოწოდებულია იპოვოს გამოსავალი ინდუსტრიული სოფლის მეურნების
შედეგად უკვე დაზიანებული ნიადაგის აღდგენისათვის. რეგენერაციული
აგროკულტურა მიზნად ისახავს ეკოლოგიის დამანგრეველი ინდუსტრიული
სოფლის მეურნეობა გარდაქმნას ეკო მეგობრულ სისტემად. რეგენერაციული
აგროკულტურა თავისი არსით იცავს ადამიანების ჯანმრთელობას იმ
ზიანისაგან, რომელიც მათ ადგებათ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის
წარმოების შედეგად.

სწორედ რეგენერაციული აგროკულტურა, როგორც ბიოლოგიური სოფლის
მეურნოების ყველაზე ეფექტიანი ფორმა, უარს ამბობს სინთეტური
სასუქებისა და ქიმიური პესტიციდების გამოყენების პრაქტიკაზე და
იმავდროულად იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ხარჯების შემცირება,
მოსავლის ოდენობის გაზრდა და მიღებული პროდუქციის ხარისხის
გაუმჯობესება. შესაბამისად, რეგენერაციული აგროკულტურის მიმართ
ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მზარდი ხდება მსოფლიოს
მასშტაბით. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ევროკავშირი უკვე წლებია
ატარებს პოლიტიკას (მაგალითად “Farm to Fork Strategy“ - 2020), რომელიც
მიმართულია ბიოლოგიური და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების
დამკვიდრებისკენ.

საგულისმოა, რომ გაერო-ს გარემოს პროგრამის (UNEP) თანახმად,
რეგენერაციული აგროკულტურა i) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან
გზას, რათა მოხდეს არსებული საკვები სისტემების მდგრადად და
ეკოლოგიურად სუფთად გარდაქმნა; ii) გამოწვევას უცხადებს სოფლის
მეუროების დამკვიდრებულ მოდელს ბუნებრივ პროცესებზე აქცენტების
გაკეთებით და ქიმიურ საშუალებებზე უარის თქმით; iii) წარმოადგენს
მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDGs) 12-ის მიღწევის
უმნიშვნელოვანეს საშუალებას და აძლიერებს ფერმერებს და რეგიოენებს.
ხოლო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)
თანახმად, რეგენერაციული აგროკულტურა განსაკუთრებით საინტერესო
შესაძლებლობებს იძლევა  სოფლის მეურნეობის შედარებით პატარა და
ლოკალური პროდუქციის მწარმობელთათვის, რათა მოხერხდეს მათთვის
ეკონომიურად სიცოცხლისუნარიან და ეკოლოგიურად მდგრად შედეგებზე
გასვლა.

მნიშვნელოვანია საქართველო არ ჩამორჩეს სულ უფრო და უფრო მზარდ
საერთაშორისო ტენდენციებს და გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები
საქართველოში რეგენერაციული აგროკულტურის დამკვიდრებისა და
გაძლიერების კუთხით.

სილაბუსი:

იხ. ბმული
 

კურსის გაგვლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდით საქმიანობების განხორციელება: ბოსტანში, ვენახში, ხეხილის ბაღში, მარცვლეულის ყანაში;
• რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდის გამოყენება მეცხოველობა/მეფრინველოებაში;
კომპოსტირება რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების მიხედვით;
ბიოჩარის დამზადება, დამწიფება და გამოყენება;
ჯანსაღი ეკო-სისტემის მნიშვნელობა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ;
გარემოზე რეგენერაციული აგროკულტურის დადებითი გავლენა: გრუნტის წყლები, ნიადაგი, ფლორა, ფაუნა, მწერები, სოკოები, მიკროორგანიზმები;
რეგენერაციული აგროკულტურის აუალტერნატიობა ჯანმრთელი საკვების მოყვანის თვალსაზრისით;
ტრადიციული სოფლის მეურნეობის ნიმუშები: ქართული, იაპონური, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის და სხვა.
რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების გამოყენება ურბანულ სივრცეებში;
სოციალური ბაღები და ეკო დასახლებები;
რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდების გამოყენება საკუთარ საოჯახო მეურნეობაში თუ საფერმერო საქმიანობაში.

 

საგანი: რეგენერაციული აგროკულტურა              პედაგოგი: გია რაზმაძე, ნია მალაზონია

ლექცია                             თემა                                                                    საკითხები

N1

 

ინდუსტრიული სოფლის

მეურნეობის  კრიზისი

ა) გაეროს მონაცემები  ნიადაგის დეგრადაციაზე და       გლობალური დათბობის მძიმე შედეგებზე

ბ) კაცობრიობა შიმშილის ზღვარზე

გ) გრუნტის წყლების დაბინძურება; წყალდიდობები;      მეწყერები

დ) ტყეების გაჩეხვა

ა) ნიტრატები საკვებში

ბ) პესტიციდები საკვებში

გ) ჰორმონები და ანტიბიოტიკები საკვებში

დ) მინერალების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა საკვებში

N2

მდგრადობა და კლიმატგონივრულობა

ა) ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის არამდგრადობა

ბ) ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ალტერნატივები:

  1. ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა - მთავარი ნაკლი
  2. ტრადიციული მეთოდები

ბიოინტენსიური, ბიოდინამიური

 

 

 

ლექცია

თემა

                                       საკითხები

N3

 

 

 

 

 

ნიადაგი - ჰუმუსი

ა) რა არის ჰუმუსი

ბ) ჰუმუსის წარმოქმნა და შენარჩუნება

გ) ჰუმუსის დანგრევა. ნიადაგის ზედაპირის      ტემპერატურის მნიშვნელობა

დ) ჰუმუსის წარმოქმნის პროცესის გააქტიურება

ე) ცხოველების ჩართულობის მნიშვნელობა

N4

 

ფოტოსინთეზი

და

ფოტოსინთეზის   გააქტიურება

ა) რა არის ფოტოსინთეზი; რატომ ეკიდება ცეცხლი შეშას (სინათლე, სითბო, წყალი, მინერალები)

ბ) ფოტოსინთეზის ხელისშემშლელი პირობები (მაღალი და დაბალი ტემპერატურები)

გ) ჩრდილის მოყვარე, სინათლის მოყვარე, პიონერი მცენარეები, ადგილობრივი მცენარეების უპირატესობები

დ) სარკის ეფექტი (ჩინამპები და ფოლგა)

 

N5

 

 

  კომპოსტირება

ა)  კომპოსტის დამზადების ჩვეულებრივი მეთოდი (არასწორი)

ბ) გათბობის სისტემები

გ) კომპოსტირების სწორი მეთოდი

დ) ვერმიკომპოსტი, მიწაში ჩამარხული დახვრეტილი ჭურჭელი

N6

კომპოსტირება ანაერობულ გარემოში

ა) წუნწუხი

ბ) ბიოგაზის დანადგარი, ტორფი

N7

    

 ეკოლოგია

ა) რა არის ეკოლოგია და ეკოსისტემა

ბ) ეკოსისტემის დასუსტება და გაძლიერება

გ) მაგალითები: იელოუსთოუნი; სეივორი; დღევანდელი ქართული საძოვრები, როგორც ავადმყოფი ეკოსისტემის ნიმუში

N8

 

ეკოსისტემის შექმნა მეურნეობაში

ა) უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პროცესები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავააქტიუროთ ჩვენს ნაკვეთებზე

ბ) ცხოველების ჩართვა მეურნეობაში

გ) მავნე მწერებსა და მათ ბუნებრივ მტრებს შორის წონასწორობა (ქარსაფრებისა და ხელუხლებელი ადგილების მნიშვნელობა)

 

 

 

 

ლექცია

თემა

საკითხი

N9

 

 

 

 

 

    წყალი  ნიადაგში

 

  ა) ატმოსფეროს ფარდობითი ტენიანობა და ნამის წერტილი

ბ) ღამის კონდენსანტი

გ)დღის კონდენსანტი

დ) წყაროები ტყეებში და მინდვრებში

ე) წყლის მოძრაობა ზევიდან ქვევით სიმძიმის ძალის მოქმედების შედეგად

ბ) სინესტის ამოტანა ნიადაგის ქვედა ფენიდან

ზედაში, ცდა ბამბით (ოსმოსური წნევა)

გ) ნესტის გავრცელება ჰორიზონტალურად ცოცხალი

ფესვების საშუალებით და მიცელიუმით.

N10

კონდენსანტები მეურნეობებში

 ა) ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურა

ბ) არხები ნიადაგში

გ) ნიადაგის მკვდარი და ცოცხალი საფარველი

N11

რეგენერაციული აგროკულტურის ძველი ნიმუშები

ა) ძირძველი ხალხების მეურნეობის მეთოდები ბრაზილიაში.

ბ) ჩინამპები; ჩინამპის აშენება

 

N12

    ბიოჩარი;

მისი მნიშვნელობა და გამოყენება

ა) ტერაპრეტა (ბიოჩარი საუკუნეების განმავლობაში ინახება ნიადაგში)

ბ) წყალტევადობა

გ) თავშესაფარი მიკროორგანიზმებისთვის

დ) მინერალების საწყობი

ე) ატმოსფერული აზოტის დაჭერის უნარი

ვ) ბიოჩარის დამზადება და დამწიფება

 

 

N13

 

მემარცვლეობა

ა) დღევანდელი სავალალო მდგომარეობა საქართველოში

 

N14

რეგენერაციული აგროკულტურის ნიმუშები მემარცვლეობაში  მე-20 საუკუნეში

ა) ფუკუოკა

ბ) ოვსინსკი

 

N15

 

ხეივნის მიწათმოქმედება

ა) ბოსტანი

ბ) კენკრა

გ) მარცვლეული

 

N16

 

სინტროპია

ა) სახეობათა თანმიმდევრობა

ბ) მცენარის შრე და სასიცოცხლო ციკლი, მიკრო ორგანიზმები

გ) კონსორციუმი

დ) მართვა

N17

სინტროპიული მოდელებიწს განხილვა

 ა) ერნესტ გიოჩის სინტროპია

ბ) სკოტ ჰილის სინტროპია ავსტრალიაში

 

ლექცია

თემა

საკითხი

N18

სინტროპიული მოდელების

განხილვა

გ) სინტროპია ზომიერ კლიმატში

დ) სინტროპია დაბლარ ვენახში, სინტროპია ჩაიში და სინტროპია საძოვრებზე

 

N19

 

მაღლარი ვენახი

 

ა) ველური ვაზი

ბ) ისტორია (გაქრობის მიზეზები)

გ) მაღლარი ვენახი საქართველოს გარეთ ( ეტრუსკები და თანამედროვე იტალიური მაღლარები )

დ) მაღლარი ვენახი, როგორც ეკოსისტემა ცხოველების ჩართულობით

ე) მაღლარი ვენახები საქართველოში (მესხეთი, გიორგი ნათენაძე)

N20

 დაბლარი ვენახი

 ა) დაბლარი ვენახი დახვეული მხრით

ბ) ფიჭვის თუ გლედიჩიის რიგები?

გ) ვენახი, რომგორც საძოვარი, იხვების მნიშვნელობა

დ) მანჯავიძის მეთოდი

ე) სხვა ლიანები: სვია,აქტინიდია...

 

N21

         

           ჩაი

ა) ისტორია

ბ) გავრცელება

გ) ჩაის კულტურა დღეს, მავნებლები და დაავადებები

 

N22

ჩაის კულტურა საქართველოში

ა)ისტორია

ბ) დღევანდელობა

გ) პერსპექტივები, „ რეგენერაციული ჩაი“ და „ველური ჩაი“

N23

რეგენერაციული საძოვრები

ა) რეგენერაციული მესაქონლეობის მაგალითები: ვუაზენი, სეივორი, ოპტიმალური,

 

 

 

 

ლექცია

 

თემა

 

საკითხი

 

N24

 

 საძოვრები საქართველოში

ა) საქართველოს საძოვრები ძველად,

ბ) საქართველოს საძოვრები დღესდღეობით, დეგრადირების გამომწვევი მიზეზები

დ) საძოვრების აღდგენა: ხე-საძოვრები; კუძუ. თხილის ბაღების გადაკეთება ხე-საძოვრებად ( ფაროსანასგან მოყენებული ზიანის აცილება), ოქროწკებლათი დასარევლიანებული საძოვრების გამოკეთება.

N25

 

ნიადაგის მომზადება საბოსტნედ

ა) მშრალი და ცხელი ადგილებისთვის -არხი; ნახევარმთვარე, მრგვალი ორმო

ბ) ჭარბტენიანი ადგილებისთვის - შემაღლებელი კვალი, (ჩინამპა)

გ) ბიოინტესიური; ბიოინტენსიურის ნაკლი და მოდერნიზაცია

 

N26

   ბოსტანი

ა) მცენარეების მრავაფეროვნება,

ბ) სასარგებლო მწერების მოზიდვა

გ)შრეების მნიშვნელობა ბოსტანში

N27

    სამი და

კარტოფილი თივაში

ა)სამი დის მეთოდით თესვა; სამი და საქართველოში

ბ) შიშველთესლიანი გოგრა, ნესვი, საზამთრო, კიტრი, სოიო

გ)სოიოს გამოყენება სამზარეულოში

 

 

 

ლექცია

 

თემა

 

საკითხი

 

N28

 

 

    საშემოდგომო ბოსტნეული

 

 

 

 

ა) კომბოსტო, სალათა, მწვანილები, ნიორი, ცერცვი, ბარდა

N29

 

 

 ქარსაფრები და ხელშეუხებელი ზონები

ა) ეკოლოგიური წონასწორობის დამყარება ნაკვეთზე

N30

ხეხილის და კენკრის გაშენება რეგენერაციულად

  

ა) ბიოჩარის გამოყენება

ბ) ნიადაგმფარავი კულტურები

 გ)შრეების მნიშვნელობის გათვალისწინება

დ) ცხოველების ჩართულობა

ე) მსვნელთათვის საინტერესო კულტურების შესახებ კითხვა- პასუხში

 

N31

 სოკოს მნიშვნელობა ეკოსისტემაში

ა) მინდვრის სოკოები

ბ) ცელულოზის დამშლელი სოკოები

გ) მიკორიზული სოკოები

 

ლექცია

თემა

საკითხი

N32

სოკოების გამრავლება ნაკვეთზე

ა) ქამა

ბ) მანჭკვალა

გ) შიიტაკე

დ) კალმახა და ა.შ.

N33

მცენარეების გამრავლება ბუნებაში

ა) გამრავლება თესლით. შიშველთესლიანები და ფარულთესლიანები

ბ) ვეგეტატიური გამრავლება

 

 

N34

მცენარეების გამრავლება ადამიანის მიერ

ა) თესვა და დაკალმება სანერგეში. სტრატიფიკაცია და სკარიფიკაცია

ბ) ტყისა და ბაღის დათესვა მიმიკრიის გამოყენებით. გლედიჩია ძროხების საშუალებით, ცხენის წაბლი, წიწვოვნები..

N35

შესაძლო ეკოლოგიური ქმედებანი

ა) სოფლებში, გზისა და რკინიგზის პირებზე, დამეწყრილ, დატბორილ, გადამწვარ, გაუდაბნოებულ ადგილებზე (ფუკუოკას ბურთულები)

ბაღების მოწყობა შენობებში:

სახურავზე და აივნებზე

შენობის გარე კედლებზე

ოთახში

 ქალაქის მეფუტკრეობა

 

 

 

 

 

 

ლექცია

თემა

საკითხი

N36

    სოციალური ბაღები

ა) სოციალური ბაღები ამერიკასა და ევროპაში

ბ) ჯვარისყანა - სოციალური ბაღის ნიმუში წარსულიდან),ხემხვივანი

 

 

 

 

 

 

 

 

ლექტორები