სურსათის უვნებლობა და მდგრადობა

17 ნოემბერი, 2025

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 540 ₾ 
• დაწყების თარიღი: 17 ნოემბერი, 2025
• დასრულების თარიღი: 25 დეკემბერი, 2025
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 12 ლექცია - 24 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობა

• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 440 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

 

მიზნობრიობა:

პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასწავლო კურსის სახით მიღებული ცოდნა ბევრად მყარია და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომაც გთავაზობთ სასწავლო კურსს - „სურსათის უვნებლობა და მდგრადობა“,  რომელიც დაპროგრამებულია სხვადასხვა საინტერესო, მნიშვნელოვანი და პროფესიული თემით, რაც საჭიროა არა მხოლოდ კვების ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალისთვის, არამდენ თითოეული ადამიანისთვის, ვინაიდან სურსათის უვნებლობა და ჯანსაღი გარემო პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან.

კურსში დაკავშირებულია ორი მიმართულება: სურსათის უვნებლობა და მდგრადი განვითარება. ეს არის სურსათის უვნებლობის ინოვაციური მიდგომა, სადაც გათვალისწინებულია ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები. უვნებელი პროდუქტი მოითხოვს პასუხისმგებლიან წარმოებას, ნიადაგის და ეკოსისტემის გაფრთხილებას, სასურსათო და ცხოველური ნარჩენების მართვას და შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას და სურსათის სტაბილურ მიწოდებას. ამგვარად, სურსათის უვნებლობა მდგრადობის მრავალ ასპექტთანაა დაკავშირებული.

გარდა ამისა, კურსი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის: ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდეუქტები, ხილი და ბოსტნეული და სხვ. კურსში თავმოყრილია მითითებები უვნებელი პროდუქტის მომზადების, შენახვის, წარმოების და რეალიზაციის შესახებ, აგრეთვე ჰიგიენის წესები სამზარეულოში, სურსათის საფრთხეების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ადამიანზე გადამდები დააავადებების, პათოგენური მიკროორგანიზმების და სხვა დამაბინძურებლების რისკის შემცირების გზები.

 

კურსის აღწერა:

სურსათის უვნებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხი მნიშვნელოვნად დგას მსოფლიოს დღის წესრიგში. უსაფრთხო პროდუქტი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან, სასურსათო უსაფრთხოებასთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.

საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული, მათ შორის არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება 2030 წლისთვის.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სხვა სფეროებთან ერთად, ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურსათის უვნებლობას და მის კონტროლს. შეთანხმება ითვალისწინებს სავალდებულო სამართლებრივ დებულებებს, რომელთა შესრულება, საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის შესაბამისად, 2015-2027 წწ არის განსაზღვრული კონკრეტული ნორმატიული აქტების მიღებით. შესაბამისად, სურსათის უვნებლობის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნები პერიოდულად მკაცრდება. ამ მოთხოვნების შესრულება საერთო პასუხისმგებლობაა აღმასრულებელ ხელისუფლებას, ბიზნესსექტორს და მომხმარებლებს შორის. ამიტომაც არსებითად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, როგორც მომხმარებლებში, აგრეთვე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებში.

გარდა ამისა,  სწორი სასურსათო ჯაჭვი ხელს უწყობს ეკოლოგიური ბალანსის დაცვას, სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებას და რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას, შესაბამისად  სურსათის უვნებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მდგრად განვითარებასთან.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მინდვრიდან - სუფრამდე: სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული მდგომარეობა ქვეყანაში, საერთაშორისო პრაქტიკა, ტრადიციული და ბიო სოფლის მეურნეობის წესი, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის ნარჩენების მართვა და მისი პოტენციური წვლილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე ტრანზაქციის პროცესში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, სახელმწიფოს მიმდინარე პროექტები, სურსათის ხარისხი და გეოგრაფიული აღნიშვნები, სხვადასხვა პროდუქტის არჩევის, შენახვისა და მომზადების წესები, სურსათის საფრთხეები, ცხოველური პროდუქტიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადებები, ადგილობრივი კანონმდებლობა და მოთხოვნები საზ. კვების ობიექტების მიმართ, ეტიკეტირების წესი, HACCP სისტემა, ჰიგიენის წესი სამზარეულოში, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები - ტოქსიკური ჭურჭელი, პლასტმასის კონტეინერები და სხვა საინტერესო და საჭირო საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება.

მიზნობრივი აუდიტორია

  • HORECA სექტორის (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) პერსონალი;
  • სხვადასხვა სასწავლო თუ სპორტული დაწესებულებების სასადილოთა პერსონალი: საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტული სკოლები  და სხვა;
  • დიასახლისები;
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

 

 

 

 

კურსის სილაბუსი

თემების შინაარსი:

  1. სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპები და კანონმდებლობა
  • სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპები
  • სურსათის უვნებლობის პოლიტიკა საქართველოში: სურსათის რეგულირების ზოგადი პრინციპები; სურსათის კოდექსი, ტექნიკური რეგლამენტების ზოგადი მიმოხილვა;
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოს ვალდებულებები;
  • ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების კონკურენტუნარიანობა ევროპულ ბაზარზე და ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორები.

 

  1. სურსათის საფრთხეები
  • ქიმიური საფრთხეების ზოგადი მიმოხილვა:
  • ტოქსიკური ელემენტები
  • პესტიციდები
  • ანტიბიოტიკები
  • მეცხოველეობაში გამოყენებული საშუალებები
  •  დიოქსინები; რადიონუკლიდები
  • ბიოლოგიური საფრთხეები:
  • მიკოტოქსინები
  • მიკრობიოლოგიური საფრთხეები
  • ზოონოზები
  • პარაზიტული ჭიები. ჰელმინთები
  • ფიზიკური საფრთხეები

 

  1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების რეალიზაციის, არჩევის, მომზადების და შენახვის წესები:
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები
  • თევზი  და ზღვის პროდუქტები
  • საკანონმდებლო რეგულაციები

 

  1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების რეალიზაციის, არჩევის, მომზადების და შენახვის წესები:
  • ქათამი
  • კვერცხი
  • კონსერვები (სახლის და ქარხნული წესით დამზადებული)
  • საკანონმდებლო რეგულაციები

 

  1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: რძის პროდუქტები, თაფლი
  • რძე და რძის ნაწარმი: ყველი, არაჟანი, კარაქი, ნაყინი
  • თაფლი
  • ტექნიკური რეგლამენტები, ეტიკეტირების წესი

 

  1. მცენარეული წარმოშობის პროდუქტების რეალიზაციის, არჩევის, მომზადების და შენახვის წესები:
  • ხილი
  • ბოსტნეული
  • მცენარეული ცხიმები

 

  1. სურსათის ხარისხი
  • სურსათის ხარისხი
  • გეოგრაფიული აღნიშვნები
  • სურსათის ფალსიფიკაცია
  • ეტიკეტირების წესი

 

  1. მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიმართ
  • ჰიგიენის წესი
  • სწრაფი კვების ობიექტები
  • მაცივრის ჰიგიენა
  • საკანონმდებლო მოთხოვნები რესტორნების, სარეალიზაციო პუნქტების, სწრაფი კვების ობიექტების მიმართ

 

  1. HACCP
  • HACCP- ის სქემატურ-ლოგიკური თანმიმდევრობა
  • HACCP-ის ძირითადი პრინციპები
  • HACCP - ის სისტემის უპირატესობები

 

  1. სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები: ჭურჭელი და პლასტმასის კონტეინერები
  • ტეფალის ტაფა/ქვაბი
  • ალუმინის და სპილენძის ჭურჭელი
  • უჟანგავი ლითონი
  • თუჯი, თიხა, ემალი, კერამიკა, შუშა, მომინანქრებული ჭურჭელი
  • ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელი; მათი ნარჩენების გავლენა ეკოლოგიაზე

 

  1. სურსათის სისტემების მდგრადობის პრინციპები  
  • ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და სოციალური სამართლიანობა.
  • სურსათის დანაკარგები
  • სურსათისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა; სურსათის ნარჩენების მდგრადი მართვის მაგალითები, მათ შორის კომპოსტირება და ენერგიის აღდგენა, როგორც მდგრადი სურსათის სისტემის ნაწილი
  • ეკო/ ბიო და ორგანული პროდუქტი  

 

  1. მდგრადი სოფლის მეურნეობა
  • მდგრადი განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა
  • კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტროფები, გვალვა, გადაძოვება

და მათი გავლენა სოფლის მეურნეობაზე

  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
  • რევოლუციონერები სოფლის მეურნეობის დარგში- ადამიანები, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალეს სოფლის მეურნეობ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლექტორი