მარიამ ჩაჩუა
ბიოგრაფია
კურსის ავტორი და ხელმძღვანელი - მარიამ ჩაჩუა არის სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სატელევიზიო რუბრიკის - „უვნებელი სურსათის შესახებ“ ავტორი და წამყვანი (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დილის ეთერი, „დილა მშვიდობისა საქართველო“), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანაშემწე, ჰორიზონტი ევროპა (Horizon Europe) - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის კომიტეტის - „სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო“-ს წევრი.
მარიამ ჩაჩუა არის ხშირი სტუმარი სხვადასხვა გადაცემაში სურსათის უვნებლობის საკითხებზე (2020 წლიდან დღემდე). იგი არის მოწვეული ლექტორი სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის დარგში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტი „აგროსკოლა“. UNDP მიერ დაფინანსებული პროექტი - „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი (2021-2024 წწ).
მარიამ ჩაჩუა არის საპატიო სიგელის მფლობელი სურსათის უვნებლობის დარგში გაწეული საქმიანობისა და მიღწევებისთვის (2024, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია).