09 ივნისი, 2025
ფიზიკური და ონლაინ
საავტორო კურსის ლექტორები: გიორგი ჯოხაძე და ოთარ ანთია
• კურსის ღირებულება: 1400 ₾
• დაწყების თარიღი: 9 ივნისი, 2025
• დასრულების თარიღი: 17 ივლისი, 2025
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 12 ლექცია - 24 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შესავალი:
აღნიშნული კურსი წარმოადგენს მდგრადობის მეცნიერების აკადემიისა და კაიზენ ინსტიტუტი საქართველოს (Kaizen Institute Georgia) ერთობლივ პირველ პროექტს. კაიზენ ინსტიტუტი საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იაპონური ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის - კაიზენის ინსტიტუტის (Kaizen Institute) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კაიზენის ინსტიტუტი ასევე წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერ ბიზნესს საკონსულტაციო ორგანიზაციას „Green Lean” მიმართულებით.
კაიზენი (Kaizen)
„კაიზენი“ იაპონურ ენაზე აღნიშნავს „მუდმივ გაუმჯობესებას“. კაიზენი უკვე იქცა ბიზნესის მართვის წამყვან იაპონურ ფილოსოფიად, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. კაიზენი პირველ რიგში გულისხმობს პატარ-პატარა გაუმჯობესებას ყოველდღიურად კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებით, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება მნიშვნელოვანი პოზიტიური დიდი ცვლილებები ბიზნესში. კაიზენის მიდგომების გამოყენება შესაძლებელია როგორც უშუალოდ წარმოების, ასევე ლოჯისტიკის, ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებებით.
„Green Lean (Kaizen)”
კაიზენის ბიზნეს ფილოსოფიის გამოყენება ასევე ხდება გარემოსდაცვით საკითხებთან და მდგრადობასთან მიმართებით და მას ეწოდება „Green Lean” და/ან „Green Kaizen“ მეთოდი. იმისათვის, რათა მოხდეს მდგრადობის პრინციპების დამკვიდრება ბიზნესში, საჭიროა მაგალითად ზედმეტი ხარჯების შემცირება, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ნარჩენების მინიმიზაცია. კაიზიენის „Green Lean” მოწოდებულია ჩამოაყალიბოს მიდგომები, რომელიც შედეგად გამოიღებს როგორც ფინანსურ სარგებელს, ასევე თავიდან აგვარიდებს გარემოსათვის ზიანის მიყენებას.
კურსის მიზნობრიობა:
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ბიზნესში კაიზენის და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის სარგებელი. კურსი ორიენტირებულია ბიზნეს ლიდერებზე და პროფესიონალებზე, რომლებსაც სურთ უწყვეტი სრულყოფის დანერგვით შეამცირონ საწარმოო დანახარჯები, გაზარდონ რესურსების მოხმარების ეფექტიანობა და მოახდინონ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, რითიც უზრუნველყოფენ ბიზნესის გრძელვადიან და მდგრად ზრდას.
კურსის აღწერა:
შეზღუდული რესურსების პირობებში, საწარმოო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებით კომერციული სარგებლის მაქსიმიზაცია თანამედროვე ბიზნეს ლიდერების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. უწყვეტ გაუმჯობესებაზე და დანაკარგების შემცირებაზე ორიენტირებული კაიზენის ფილოსოფიისა და ცირკულარული ბიზნეს მოდელების სინერგია კი, გვთავაზობს ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ბიზნესის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის მიღწევასაც უწყობენ ხელს.
კურსი მიმოიხილავს მდგრადი განვითარების კონცეფციას, მისი ჩამოყალიბების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და მის ურთიერთკავშირს უწყვეტი გაუმჯობესების კულტურასთან. კურსის ფარგლებში განხილული მოდულები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ მდგრადი განვითარების ეკონომიკურ მდგენელზე და კომერციულ ორგანიზაციებში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის სარგებელზე. კურსი ასევე კონცენტრირდება ისეთ საკითხებზე როგორიც არის რესურს ეფექტიანობა და დაზოგვით მიღებული ეკონომიკური სარგებლი.
გარდა თეორიული მიმოხილვისა, კურსი მსმენელებს აგრეთვე სთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს მდგრადი ბიზნეს პრაქტიკების რეალურ ცხოვრებაში დანერგვასთან დაკავშირებით, უნიკალური კაიზენ ფილოსოფიის გამოყენებით. კურსის შინაარსი საინტერესო იქნება როგორც სხვადასხვა მასშტაბის მეწარმე სუბიექტებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მდგრად განვითარებასთან და ცირკულარულ ეკონომიკასთან, კაიზენის ფილოსოფიასთან და Lean მიდგომებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხდებთან მიმართებაში გაიღრმაოს ცოდნა.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
- მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი და მისი ეკონომიკური მდგენელები
- ცირკულარული ეკონომიკა და ცირკულარული ბიზნეს მოდელები
- კლიმატის ცვლილებები და მასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და მისი გავლენა ბიზნესზე
- რესურსეფექტიანობის არსი და მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები
- კაიზენის ფილოსოფია და უწყვეტი გაუმჯობესების მიდგომა
- Green Lean მიდგომები ორგანიზაციული მდგრადობისთვის
- ჰოშინ კანრის სტრატეგიული დაგეგმვის მიდგომა