ოთარ ანთია

ოთარ ანთია


ბიოგრაფია

ოთარ ანთია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრისა (კონცენტრაციით ენერგო მენეჯმენტი) და ნახშირბადის ფინანსების მაგისტრის ხარისხებს. იგი ამავდროულად არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ოთარს გააჩნია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე. იგი აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით და უშუალოდ იყო ჩართული ისეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის ‘აწარმოე საქართველოში’, ‘’ COVID-19 ვაქცინის COVID-19 ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი’ (ADB) და ‘სოციალური უსაფრთხოება COVID-19 პანდემიის კონტექსტში - პროექტი’ (KfW). ოთარი არის გერმანული ფონდის ‘’Sparkassenstiftung Georgia’’-ის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონსულტანტი, გარდა ამისა ოთარი არის შვედეთის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის მწვანე ფინანსების ექსპერტი. იგი ასევე გახლდათ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მწვანე ზრდის კონსულტანტი და მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოში პირველი ვიდეო ლექციების კურსი ‘ბიზნესი და მდგრადი განვითარება’.

ამჟამად, ოთარი არის ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მწვანე გარდაქმნის პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაში. იგი ასევე არის ‘საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის’ თანადამფუძნებელი. წლებია ოთარი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლიდერობის, ორგანიზაციული ქცევის, მენეჯმენტისა და მდგრადი ფინანსების მიმართულებით. მას ასევე აქვს აქტიური მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო და დარგობრივი კონფერენციების მუშაობაში საქართველოში, ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, იაპონიასა და აშშ-ში.