ცირკულარული ეკონომიკა

07 ოქტომბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დასრულებულია!

• კურსის ღირებულება: 420 
დაწყების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2024
• 
დასრულების თარიღი: 7 ნოემბერი, 2024
• 
დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ
10 ლექცია - 20 საათი
• ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
• 
ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• 
ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 320 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდედღით ადრე.

მიზნობრიობა:

კურსის მთავარი მიზანია, მსმენელებმა ნათლად დაინახონ, რომ მდგრადი პრაქტიკების დანერგვა გვთავაზობს კომერციული სარგებლის მიღების ახლებურ ხედვას. აღნიშნული კურსის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას მდგრად განვითარებასთან, მწვანე და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში.

კურსის აღწერა:

მდგრადი განვითარება და მასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე სამყაროში. აღნიშნული კონცეფცია განიხილება არა მხოლოდ გარემოსდაცვით ჭრილში, არამედ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და იგი გვთავაზობს, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის ახლებურ ხედვას.

შეზღუდული რესურსების პირობებში, საწარმოო პროცესების ეფექტიანობის გაზრდა და ამის საფუძველზე კომერციული სარგებლის მიღება უკვე გახდა თანამედროვე ბიზნეს ლიდერების ყოველდღიური საზრუნავი. ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა გვთავაზობს შესაძლებლობას ინოვაციური და ‘ახლებური’ მიდგომების გამოყენებით შევამციროთ არაფრის მომცემი ხარჯი და გავზარდოთ სარგებელი. აღნიშნული კი მოითხოვს კომპლექსურ შესწავლას, მიმდინარე პროცესების დეტალურ ანალიზს და აღნიშნულის საფუძველზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.

კურსი მიმოიხილავს მდგრადი განვითარების კონცეფციას, მისი ჩამოყალიბების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. კურსის ფარგლებში განხილული მოდულები განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებენ მდგრადი განვითარების ეკონომიკურ მდგენელზე და კომერციულ ორგანიზაციებში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის სარგებელზე. კურსი ასევე კონცენტრირდება ისეთ საკითხებზე როგორიც არის რესურს ეფექტიანობა და დაზოგვით მიღებული ეკონომიკური სარგებლი. კურსის შინაარსი საინტერესო იქნება როგორც ნებისმიერი მასშტაბის მეწარმე სუბიექტებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მდგრად განვითარებასთან და ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე გაიღრმაოს ცოდნა

კურსის თემატიკა:

მოდული 1: შესავალი მდგრად განვითარებაში

ლექცია 1: მდგრადი განვითარების არსი და საწყისები                           

ლექცია 2: მწვანე ეკონომიკა პრაქიკაში                            

ლექცია 3: ცირკულარულობა - არსებული გამოწვევების ახლებური გადაწყვეტა     
           
მოდული 2: ცირკულარულობა - თეორიიდან პრაქტიკამდე         

ლექცია 4: ცირკულარული ბიზნეს მოდელების კლასიფიკაცია                

ლექცია 5: ცირკულარული ბიზნეს მოდელების კლასიფიკაცია (2)              

ლექცია 6: ცირკულარულობა პრაქიკაში                   

მოდული 3: მდგრადი განვითარება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები      

ლექცია 7: მდგრადობა და ბაზრების დივერსიფიცირების ახალი შესაძლებლობები            

ლექცია 8: მდგრადი ფინანსები, როგორც ახალი შესაძლებლობა                 

ლექცია 9: მდგრადობა, ცირკულარულობა და თანამედროვე მმართველობითი გადაწყვეტილებები

მოდული 4: მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა საკვანძო საკითხები     

ლექცია 10: ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა             

 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

- მდგრადი განვითარების კონცეფციის ისტორია და არსი
- ცირკულარული ეკონომიკის და ცირკულარული ბიზნეს მოდელების არსი
- კლიმატის ცვლილებები და მასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები
კლიმატის ცვლილებები და მისი გავლენა, როგორც ბიზნესზე, ასევე ჩვენს ყოველდღიურობაზე
- ჩვენს ყოველდღიურობაში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის უპირატესობები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
- ცირკულარული ბიზნეს მოდელების პრაქტიკაში გამოყენება
ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვის უპირატესობები და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები
რესურსეფექტიანობის არსი და მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები
- ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი სტანდარტები

 

ლექტორი