მდგრადი ჯანდაცვის მენეჯმენტი

11 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 750 
• კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
დაწყების თარიღი: 11 ნოემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 26 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
სულ 14 ლექცია - 28 საათი
• ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 650 ლარის ორ ნაწილად გადახდა. ასეთ შემთხვევაში, 650 ლარის პირველი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 20 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილის, კურსზე სწავლების პირველი სამი კვირის დასრულების შემდეგ.

 

მიზნობრიობა:

სასერთიფიკატო კურსის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის დაწესებულებების ჩამოყალიბებას. კურსი, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს ან შესაბამის სპეციალსიტებს (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში) დაეხმარებათ  ჯანმრთელობის ხელშემწყობი და ეკომეგობრული გარემოს ფორმირებაში, რაც გაუადვილეთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ზოგიერთი პირობის დაკმაყოფილებას.  

 

კურსის აღწერა:

მდგრადი ჯანდაცვის მენეჯმენტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს გარემოზე ჯანდაცვის სექტორის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. მოგეხსენებათ, ეს სექტორი ენერგიის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს მოიხმარს, ასევე ხდება ემისიებისა და ნარჩენების დიდი ნაკადის წარმოქმნა. იდეალურ შემთხვევაში, ეკოლოგიურად მდგრადი ჯანდაცვის სისტემა აუმჯობესებს, ინარჩუნებს ან აღადგენს ჯანმრთელობას და იმავდრიულად მინიმალურს ხდის ამ პროცესების გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემისა და ცალკეული დაწესებულებების მართვაში, სერვისების მიწოდებაში, რესურსების მობილიზებასა და დაფინანსებაში გათვალსიწინებული იქნეს ზემოაღნიშნული მიზანი.

აღნიშნული კურსის მიერ შემოთავაზებული სწავლების ძირითადი მიმართულება იქნება ჯანდაცვის პოლიტიკის, მართვისა და გარემოს დაცვის საკითხების ურთიერთკვეთა, ასევე მდგრადი განვითარების მიზნებში ჯანდაცვის სექტორის როლსა და მნიშვნელობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დასავლური უნივერსიტეტების სასწავლო და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, განხილური იქნება ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიცაა ჯანსაღი საჯარო პოლიტიკა, ჯანმრთელობა ყველა პოლიტიკაში, ეკოლოგიური გარემოს ჯანმრთელობაზე გავლენა, კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, e-Health სტრატეგიები,  ნარჩენებისა და საშიში ქიმიკატების შემცირებისა და ადექვატური მართვის მეთოდები, ჯანმრთელობის მდგრადი დაზღვევა და სხვ. შვედეთის მაგალითზე განხილური იქნება, კონკრეტული დამაბინძურებლის დაშლის მეთოდი.

განხილური იქნება მომავლის კლინიკის ორგანიზების მიმართულებები და მისი ინტეგრაციის აუცილებლობა ბუნებრივ და სოციალურ გარემოსთან.

გაანალიზებული იქნება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი მართვა, ეპიდზედამხედველობა და არაგადამდები დაავადებების პრევენციის მდგომარეობა, ასევე ის კონკრეტული რეგულაციები, რაც დაკავშორებულია სამედიცინო ნარჩენების მართავსთან, ასევე ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესებთან.

კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულად გაეცნონ სამედიცინო ნარჩენების მართვის პროცესს რომელიმე კლინიკაში და ასევე ამ ნარჩენების უტილიზაციის პროცესს შესაბამისი კომპანიის პოლიგონზე.
 

კურსის სილაბუსი
 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • გლობალური და ადგილობრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები;
  • განსხვავებები და მსგავსება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას შორის;
  • გარემოს ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, ასევე ამ გავლენების შემცირების გზები და საშუალებები;
  • ეკოლოგიურად მდგრადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზების მიმართულებები;
  • მომავლის კლინიკის ორგანიზების ძირითადი პრინციპები, რომელიც თანხმობაში იქნება ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოსთან;
  • ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესები;
  • სამედიცინო ნარჩენების მართვის წესები და გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  • ჯანმრთელობის მდგრადი დაზღვევის ძირითადი პრინციპები, მიმართულებები და შესაბამისი რისკების შემცირების მეთოდები.

 

ლექტორი