გიორგი ბახტურიძე

გიორგი ბახტურიძე


ბიოგრაფია

გიორგი ბახტურიძე ძირითადი განათლებით არის ბიოლოგი, ეკოლოგი და ექიმი-ლაბორანტი, ასევე იურისტი. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და პოლიტიკაში მიღებული აქვს ბერგენის უნივერსიტეტში (ნორვეგია).

ბოლო 25 წელია დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით მუშაობს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში. იყო სამშობიარო კლინიკა “იმედის” სტარტეგიული განვითარების მენეჯერი, ასევე მართავდა ამბულატორიულ კლინიკას “მედევრო”. არის საქართველოს პარლამენტის დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს მუდმივი წევრი. არის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების საერთაშორისო კავშირისა და სხვა ევროპული და ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციების დამფუძნებელი და წევრი.

მიღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები და პრემიები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. არის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ატლანტა) მეცნიერ-თანამშრომელი.