მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნესში

25 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დასრულებულია!

  • კურსის ღირებულება: 450 ₾ 
  • კურსის საფასურის გადახდა გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით
  • დაწყების თარიღი25 ნოემბერი, 2024
  • დასრულების თარიღი26 დეკემბერი, 2024
  • დღეები და დროორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
  • სულ 10 ლექცია - 20 საათი
  • ფორმატილექციები ტარდება ფიზიკურადშესაძლებელია დასწრება ონლაინსრულად ან ნაწილობრივ.
  • ვიდეო ჩანაწერისალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
  • კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდასროგორც წინაპირობას
  • სალექციო ენაქართული
  • კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • მისამართიმარჯანიშვილის . N5, თბილისი


შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგკურსზე ჩასარიცხადასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 350 ლარის უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.

კურსის მიზნობრიობა:

კურსი სთავაზობს მსმენელებს სპეციფიკური გადაჭრის გზებს, ბიზნესში ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მსმენელებმა შეძლონ მდგრადი პრაქტიკების დანერგვასთან და მართვასთან დაკავშირებული პროცესების ცოდნა. იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ, კურსის მიზანია მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების სიღრმისეული ანალიზი ინდუსტრიულ და სექტორულ ჭრილში, გარემოს დაცვის, ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდისა და სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად.



კურსის აღწერა:

გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები, როგორიცაა მაგალითად კლიმატის ცვლილება და რესურსების ამოწურვის საფრთხე, წარმოშობენ მდგრადი პრაქტიკების მიღებისა და ინტეგრირების საჭიროებას ბიზნესში.

მდგრადობისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ტენდენცია, არამედ წარმოადგენს აუცილებელ და გარდამავალ პროცესს მთელ მსოფლიოში. ამასთან, განსაკუთრებით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტრანსფორმაციაში მონაწილოებით.

კურსი სთავაზობს კერძო სექტორში მდგრადი ტექნოლოგიების სიღრმისეულ შესწავლას და მათ კრიტიკულ როლს თანამედროვე ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაში. მსმენელები გაეცნობიან მდგრადობის პრინციპებს და ისწავლიან, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტრანსპორტის, მრეწველობის, მოდის, ტურიზმის, ურბანული განვითარების, ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიების, კვებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში.

კურსი ეხება ელექტრომობილების, მწვანე მიწოდების ჯაჭვების, ჭკვიანი ქალაქების და ენერგოეფექტური შენობების უახლეს მიღწევებს, ასევე ეხება რესურსების მოხმარებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობას. რეალურ სამყაროში არსებული მაგალითებისა და გადაწყვეტილებების შესწავლით, მსმენელები მიიღებენ ცოდნას და უნარებს, გამოიყენონ მდგრადი ტექნოლოგიები ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მდგრადი მომავლის შექმნას.

 

სილაბუსი:

 

 იხბმული
 

ლექცია #1

მდგრადი ტექნოლოგიების შესავალი და მათი მნიშვნელობა

 

ლექციის აღწერა:

 

შესავალი - მდგრადობა და მდგრადი ტექნოლოგიები

 

კლიმატის ცვლილება, რესურსების ამოწურვა და გარემოს დეგრადაცია

 

მდგრადი ტექნოლოგიების  ინტეგრირების მნიშვნელობა

 

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი კორელაცია ტექნოლოგიებთან

 

გარემო, სოციალური და მმართველობითი სარგებელი

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #2

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ტრანსპორტის სექტორში

 

ლექციის აღწერა:

 

ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები (EVs), წყალბადის საწვავის უჯრედები

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციები (ელექტრო ავტობუსები, ჭკვიანი მობილურობა)

 

მდგრადი ურბანული მობილურობა და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები

 

მდგრადი ტექნოლოგიების როლი მიწოდებათა ჯაჭვში და მათი ინტეგრირების ხერხები

 

მდგრადი ტექნოლოგიები ლოგისტიკური პროცესების წარმოებისასას

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #3

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება სამრეწველო და საწარმოო სექტორში

 

ლექციის აღწერა:

 

სამრეწველო ენერგოეფექტურობისა და ნახშირბადის შემცირების ტექნოლოგიები

 

მდგრადი წარმოების პროცესები (3D ბეჭდვა, ცირკულარული წარმოება)

 

მწვანე მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი

 

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ორგანიზაციული სტრუქტურის გასავითარებლად

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #4

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება მოდის და ტექსტილის ინდუსტრიაში

 

ლექციის აღწერა:

 

ინოვაციები მდგრად ქსოვილებში (ორგანული, გადამუშავებული მასალები)

 

ტექსტილის წარმოებაში წყლის მოხმარებისა და ენერგიის შემცირება

 

ცირკულარული მოდა: გადამუშავება ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პროცესები

 

მდგრადი ტექნოლოგიები ტექსტილის წარმოებაში

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #5

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში

 

ლექციის აღწერა:

 

ენერგოეფექტური სასტუმროები, ეკოტურიზმი

მდგრადი პრაქტიკა მოგზაურობაში

 

ნარჩენების შემცირება და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში

 

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ეკო-ტურიზმში

 

მდგრადი ტექნოლოგიების ინოვაციები ტურზმსა და მასპინძლობის სფეროში

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #6

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) და მონაცემთა ცენტრები

 

ლექციის აღწერა:

 

ენერგოეფექტურობა მონაცემთა ცენტრებში (გაგრილება, განახლებადი ენერგიის მოხმარება)

 

სმარტ ტექნოლოგიები რესურსების მართვისთვის ICT-ში

 

დიგიტალიზაციის როლი სექტორებში ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებაში

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #7

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება კვებისა და სასმლის სექტორში

 

ლექციის აღწერა:

 

ენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირება საკვების წარმოებაში

 

მდგრადი შეფუთვის გადაწყვეტილებები (ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი)

 

საკვების ნარჩენების შემცირების ტექნოლოგიები და სტრატეგიები

 

ცირკულარული ბიზნეს მოდელების ინტეგრირება კვებისა და სასმლის სექტორში

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #8

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება განახლებადი ენერგიების

 

ლექციის აღწერა:

 

მოწინავე მზის ტექნოლოგიები

 

ქარის ენერგიის ინოვაციები

 

ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები

 

ენერგოეფექტურობა და ჭკვიანი ქსელის ტექნოლოგიები

 

ცირკულარული ბიზნეს მოდელები განახლებად ენერგიებში

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

 

ლექცია #9

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება ურბანულ განვითარებაში

 

ლექციის აღწერა:

 

ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია / შესავალი

 

ეკოლოგიურად სუფთა ურბანული დაგეგმარება

 

მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენება ურბანულ განვითარებაში

 

მდგრადი ტრანსპორტი

 

ურბანული ენერგოეფექტურობა

 

ნარჩენების მართვა

 

ურბანული სოფლის მეურნეობა და მწვანე სივრცეები

 

მდგრადი ურბანული დიზაინი

 

 

ლექცია #10

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირება სოფლის მეურნეობაში

 

ლექციის აღწერა:

 

 

 

ბიოლოგიური და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპები

 

რეგენერაციული აგროკულტურის მოდელი / შესავალი

ჭკვიანი ფერმერული ტექნოლოგიები

 

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა/ნახშირბადის ემისიებისა და ნარჩენების შემცირება სასოფლო-სამეურნეო პროცესებში

 

მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების საუკეთესო პრაქტიკები

 

სალექციო საკითხების შესახებ დისკუსია

 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • მდგრადობისა და მდგრადი ტექნოლოგიების ცნებები და მათი მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების, რესურსების ამოწურვისა და გარემოს დეგრადაციის კუთხით;
  • როგორ შეესაბამება მდგრადი ტექნოლოგიები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და ტექნოლოგიების სხვადასხვა სექტორში ინტეგრაციის უპირატესობებს;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი (ESG) სარგებელი;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები სატრანსპორტო სექტორში, მათ შორის ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების, წყალბადის საწვავის უჯრედების, ინოვაციების ურბანული მობილურობისა და ლოგისტიკის სფეროში;
  • მდგრადი პრაქტიკა სამრეწველო და საწარმოო სექტორებში, ფოკუსირებული ენერგოეფექტურობაზე, ნახშირბადის შემცირებაზე და მწვანე მიწოდებათა ჯაჭვის მენეჯმენტზე;
  • მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მოდისა და ტექსტილის ინდუსტრიაში, ცირკულარული წარმოება და რესურსების ეფექტური პროცესები;
  • მდგრადი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრრიება ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორებში, ეკოტურიზმისა და ნარჩენების შემცირების ჩათვლით;
  • ენერგოეფექტური პრაქტიკა და ჭკვიანური რესურსების მენეჯმენტი ICT (საინფორმაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიები) და მონაცემთა ცენტრებში;
  • სურსათისა და სასმელების სექტორში მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირება, მათ შორის ცირკულარული ბიზნეს მოდელების, ნარჩენების შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვის გზები;
  • განახლებადი ენერგიის სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მზისა და ქარის ენერგია, ენერგიის შენახვა და ჭკვიანი ქსელები;
  • მდგრადი ურბანული განვითარება, ჭკვიანი ქალაქები, ეკოლოგიურად სუფთა ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა და მდგრადი ტრანსპორტის მნიშვნელობა და მათი ინტეგრირების გზები;
  • ჯანდაცვის სფეროში მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები, მათ შორის ენერგოეფექტური სამედიცინო აღჭურვილობის, ტელემედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ჯანდაცვის სისტემებში.
  • სოფლის მეუროების სფეროში მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრირების გზები და კომერციული სარგებლის გაზრდის შესაძლებლობები კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საშუალებით.

ლექტორი