23 სექტემბერი, 2024
ფიზიკური და ონლაინ- კურსის ღიღებულება: 980 ₾ (2 თვის საფასური)
- კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
- დაწყების თარიღი: 23 სექტემბერი, 2024
- დასრულების თარიღი: 21 ნოემბერი, 2024
- დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
- პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
- სულ 18 ლექცია - 36 საათი
- ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20
- ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
- ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
- კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
- სალექციო ენა: ქართული
- კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
- მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
მიზნობრიობა:
სასერთიფიკატო კურსის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში მდგრადი არქიტექტურისა და მიწით მშენებლობის განვითარებას, ასევე გარემოს მიმართ ეკომეგობრული
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
კურსის აღწერა:
მდგრადი არქიტექტურა წარმოადგენს დღევანდელ იმ თანამედროვე არქიტექტურის ალტერნატივას, რომლის ნეგატიური ეკოლოგიური გავლენები უკავშირდება ეკოსისტემების რღვევას და ბიოსფეროს დეგრადაციას. მდგრადი არქიტექტურის ძირითადი მიზანია შეამციროს უარყოფითი გავლენები ყველა იმ ეკოლოგიურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც გარემოს დეგრადაციასთან არის დაკავშირებული.
აღნიშნული კურსის მიერ შემოთავაზებული სწავლების ძირითადი მიმართულება იქნება გარემოსა და არქიტექტურის სრული ჰარმონია. სწავლების ფორმატი შეეხება მდგრადი არქიტექტურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, მიწის არქიტექტურას, რაც გულისხმობს ნედლი მიწით მშენებლობას დამხმარე ბუნებრივი მასალებით, როგორიც არის ხე, ნამჯა, ქვა, კირი და სხვა.
სწავლების შემოთავაზებული ფორმატი ეყრდნობა საერთაშორისო მაშტაბით აღიარებული ასოციაციის „CRAterre-ENSAG” (კრატერ - გრენობლის არქიტექტურული უმაღლესი სკოლა) და მასთან არსებული იუნესკოს კათედრის „მიწის არქიტექტურა, სამშენებლო კულტურა და მდგრადი განვითარება“-ს მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. ამ პროგრამების მთავარი სფეროა მიწის არქიტექტურა, სადაც პირველადი რესურსის, ანუ მიწის სამშენებლო მასალად ტრანსფორმაცია, თერმული გადამუშავების გარეშე ხდება, შესაბამისად ნახშირორჟანგის ემისიების გარეშე. სწავლების პროგრამა ითვალისწინებს მიწის არქიტექტურის, როგორც მდგრადი მშენებლობის სამეცნიერო და ტექნიკური ძირითადი საფუძვლების შესწავლას, სადაც გათვალისწინებული იქნება ერთი მხრივ 11 000 წლიანი ტრადიციები და მეორე მხრივ ამ სამშენებლო კულტურის გათანამედროების ინოვაციური მეთოდები.
განვითარების კვალდაკვალ გაჩნდა სხვადასხვა მიმართულებები: Eco-tech, High-tech არქიტექტურა, ორგანული არქიტექტურა, ბიოკლიმატური არქიტექტურა, მწვანე არქიტექტურა, მიწის არქიტექტურა და სხვა. შედეგად გაჩნდა მრავალი ახალი ეტიკეტები და რეგულაციები, მაგალითად: Passivhaus, პოზიტიური ენერგო შენობები (BEPOS), პოზიტიური ენერგო შენობები მცირე ნახშირბადით (E+C-), შენობა მცირე ნახშირბადით (BBCA), მცირე მოხმარების შენობები (BBC) და სხვა.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი მიისწრაფვის მდგრადი არქიტექტურისკენ და დეკარბონიზაციისკენ. ბუნებრივია, საქართველოს ინტეგრაციის გზა ევროკავშირში ავტომატურად გულისხმობს შესაბამისი ნაბიჯების დროულად გადადგმის აუცილებლობას. უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირის მიერ 2020 წელს მიღებული „ევროპული მწვანე შეთანხმება“ (The European Green Deal) დიდ წილად განსაზღვრავს არქიტექტურისა და მშენებლობის დიზაინის ეკოლოგიურ განზომილებებს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2030 წლამდე ევროკავშირის ტერიტორიაზე მილიონობით შენობის რენოვაცია უნდა მოხდეს, რათა დაემატოს ენერგო ეფექტურობისა და სხვა შესაბამისი ელემენტები.
სილაბუსი:
იხ. ბმული
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- მდგრადი არქიტექტურისა და მშენებლობის ძირითადი მეთოდები;
- მდგრადი არქიტექტურისა და მიწით მშენებლობის ტრადიციული ტექნოლოგიები - ტკეპნილი; კომპრესირებული ბლოკი; ალიზი; მჩატე ნამჯა-მიწა; წნული; ტენილი; მიწის ბეტონი და სხვა;
- თანამედროვე მდგრადი არქიტექტურისა და მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიები: Earthship; CobBauge; Superadobe; Kerterre;
- ტრადიციული სამშენებლო კულტურის გათანამედროები მდგრადი ინოვაციური მეთოდები;
- ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები და პასიური ენერგიები;
- ბუნებრივი ვენტილაცია
- ბუნებრივი საიზოლაციო მასალები და პარამეტრები;
- კულტურული მემკვიდრეობის საკონსერვაციო ტექნოლოგიები.