გივი ჯაყელი

გივი ჯაყელი


ბიოგრაფია

გივი ჯაყელი არის მდგრადი არქიტექტურის მიწის მშენებლობის მიმართულების ერთადერთი სპეციალისტი საქართველოში, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. მისი თაოსნობით აღნიშნული ტექნოლოგიით საქართველოში აშენდა მიწის ზედა მარანი  და საცხოვრებელი სახლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

მისი ინსპირაციის თავდაპირველი წყარო გახლდათ 1979 წელს საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ გრენობლში დაფუძნებული საერთაშორისო ასოციაცია “CRAterre-ENSAG”-ის აქტივობები მიწის არქიტექტურის სფეროში. გივი ჯაყელმა 2017 წელს დაამყარა ურთიერთობა “CRAterre-ENSAG”-თან და მას შემდეგ გრძელდება კომუნიკაცია. 2018 წელს და 2023 წელს საქართველოში მიწით სამშენებლო პროცესის სწორად წარმართვის მიზნით მოხდა კრატერის წარმომადგენელი ექსპერტების ჩამოყვანა, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ხელოსნებისა და მოხალისეების ცოდნის ამაღლებას.

გივი ჯაყელი 1975 – 1980 წლებში სწავლობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1980 – 1998 წლებში გახდლათ საქქალაქმშენსახლ პროექტის არქიტექტორი, ხოლო 1998 – 2009 წლებში იგი იყო  სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი. 2009 წელს დააფუძნა კერძო საპროექტო კომპანია, სადაც მოღვაწეობდა მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე. 2017 წლიდან მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება გახდა მიწის არქიტექტურა.