გარემოსდაცვითი უფლებები

19 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დასრულებულია!

 

  • კურსის ღიღებულება: 270
  • დაწყების თარიღი: 19 ნოემბერი, 2024
  • დასრულების თარიღი: 24 დეკემბერი, 2024
  • დღეები და დრო: სამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
  • სულ 11 შეხვედრა - 22 საათი
  • ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
  • ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის (Google Drive-ს მეშვეობით)
  • კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობასსალექციო ენა: ქართული
  • კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 170 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 4 დღით ადრე.


მიზნობრიობა:

სასერთიფიკატო კურსის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი  განათლების ხელმისაწდვომობა  ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებზე, რათა შესაძლებელი იყოს ამ უფლებების დარღვევის როგორც დროული იდენტიფიცირება, ასევე ამ უფლებების სარგებლობისათვის ეფექტიან მექანიზმების გამოყენება.  


კურსის აღწერა:

ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობს. ჯანსაღი გარემო ადამიანის უფლებებით სარგებლობის წინაპირობას წამოადგენს, ხოლო გარემოს დაბინძურებას შესწევს უნარი უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე

გარემოს სხვადასხვა სახით დაბინძურებამ და გლობალურმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც i.) ჯანსაღი გარემოს კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ასევე ii.) სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომკური და სოციალური უფლებების დარღვევა.

ადამიანის უფლებათა გადმოსახედიდან ადამიანის უფლებების დაკავშირება გარემოს დაცვასთან პირველ რიგში მიზნად ისახავს ადამიანების იმდენად დაცვას გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, რამდენადაც ეს დაიცავს ადამიანის უფლებებს დარღვევისაგან

კურსზე განხილული და გაანალიზებული იქნება გარემოსდაცვითი უფლებების სფეროში საერთაშორისო სასამართლოების, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული  სასამართლეობის გადაწყვეტილებები.   

 

გარემოსდაცვითი უფლებების 3 ძირითადი კატეგორია:

 

1. ჯანსაღი გარემოს უფლება

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საყოველთაოდ აღიარა ჯანსაღი გარემოს უფლება, როგორც ადამიანის უფლება, კერძოდ 2022 წლის ივლისში მიიღო რეზოლუცია „სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლების თაობაზე“ (A/RES/76/300).

გაერო-ს თანახმად, ჯანსაღი გარემოს უფლება შედგება შემდეგი 6 არსებითი ხასიათის ელემენტისაგან, ესენია: 1. უსაფრთხო კლიმატი; 2. სუფთა ჰაერი; 3. სუფთა წყალი; 4. ჯანსაღი და მდგრადად წარმოებული საკვები; 5. არა ტოქსიკური გარემო; და 6. ჯანსაღი ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები (A/74/161, 2019, პუნქტი 43).

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აღიარებულია ჯანსაღი გარემოს უფლება, კერძოდ: „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში“ (მუხლი 29 „გარემოს დაცვის უფლება“, II თავი, ადამიანის ძირითადი უფლებები).

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით 100 მეტ სახელწმიფოს თავის კონსტიტუციაში აღიარებული აქვს ჯანსაღი გარემოს უფლება, როგორც ადამიანის უფლება სხვადასხვა ფორმულირებებით, იქნება ეს უსაფრთხო გარემოს უფლება, სუფთა გარემოს უფლება, გარემოს დაცვის უფლება, სათანადო გარემოს უფლება, მდგრადი გარემოს უფლება თუ სხვა. ასევე ხდება ამ სხვადასხვა ფორმულირებების კომბინირებული გამოყენება, მაგალითად ჯანსაღი, უსაფრთხო და სუფთა გარემოს უფლება ან სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე ადამიანის უფლება.

ეკოლგიურ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა, ზღვის დონის მატება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით და სასმელი წყლის დეფიციტი, სავსებით შესაძლებელია მოჰყვეს ჯანსაღი გარემოს უფლების დარღვევა

კურსზე განხილული და გაანალიზებული იქნება ჯანსაღი გარემოს უფლების დარღვევბზე საერთაშორისო, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები

 

2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან (ECHR) გამომდინარე რაგემოსდაცვითი უფლებები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგიერთ უფლებას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად განმარტავს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არსად არ ახსენებს გარემოს, კონვენციის პრაქტიკა ითვალისწინებს გარემოს დაბინძურებისთან დაკავშირებული დავების ადამიანის უფლებების დარღვევის ჩარჩოში მოქცევის გზებს.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით აღიარებულია, რომ თუ გარემოს დაბინძურება ადამიანებზე მავნე ზემოქმედებას მოახდენს, ამას შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა მოჰყვეს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სიცოცხლის (მე-2 მუხლი), პირადი ცხოვრებისა და საცხოვრებლის (მე-8 მუხლი), საკუთრებისა (1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი) და სხვა უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით. 

ასეთი საქმეების მაგალითებია: Lopez Ostra v Spain (1995); Jugheli and Others v. Georgia (2017); Guerra and Others v Italy (1998); Powell and Rayner v. UK (1990); Hatton and Others v. UK (2003); Zander v. Sweden (1993); Fedeyeva v. Russia (2005); Balmer-Schafroth and Others v Switzerland (1997); Hatton and Others v. UK (2003); Taskin and Others v Turkey (2005); Chapman v UK (2001); LCB v. the UK (1998); Öneryıldız v. Turkey (2004); Kolyadenko v. Russia (2012).

ხოლო, 2024 წლის 9 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, კერძოდ მან პირველად დაადგინა საქმეზე: Verein KlimaSeniorinnen Schweiz and Others v. Switzerland, რომ ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და კეთილდოებაზე კლიმატის ცვლილების უარყოფითმა ზემოქმედებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

 

3. პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებები 

 

როცედურული გარემოსდაცვითი უფლებებია - გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება; გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება; და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება.

აღნიშნული უფლებები გარანტირებულია გაერო-ს ფარგლებში მიღებული ორჰუსის კონვენციის მიერ. ორჰუსის კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დარგებს ერთმანეთს უკავშირებს. გარემოს დაცვა საჭიროებს საჯარო და არასაჯარო სექტორის ერთობლივ ძალისხმევას და ორჰუსის კონვენცია ეფუძნება მიდგომას, რომლის თანახმად გარემოს დაცვისათვის საჭიროა რიგითი მოქალაქეები ატქიური მონაწილეობა.

ორჰუსის კონვენცია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადეობის მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა ბერკეტს გარემოს დაცვისათვის ბრძოლის საქმეში.

 

კურსის გაგვლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • რაგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა
  • გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ის სახეობები და მასშტაბი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების დარღვევა;
  •  როგორ არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების მექანიზმის გამოყენება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
  • გარემოსდაცვითი უფლებების კატეგორიები და მათი შინაარსი, კერძოდ,
    • ჯანსაღი გარემოს უფლება;
    • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უფლებებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი უფლებები;
    • პროცედურული გარემოსდაცვითი უფლებები;
  • რა უნდა გაკეთდეს გარემოსდაცვითი უფლებების დარღვევების პრევენციისათვის;
  • როფორ უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი უფლებების დაღვევების იდენტიფიცირება;
  • როგორ უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი უფლებების დარღვევებზე რეაგირება;
  • როგორ უნდა მოხდეს გარემოსდაცვითი უფლებების ეფექტიანი რეალიზება.


     

ლექტორი