19 მაისი, 2026
დისტანციური
• კურსის ღირებულება: 540 ₾
• დაწყების თარიღი: 19 მაისი, 2026
• დასრულების თარიღი: 5 ივნისი, 2026
• დღეები და დრო: სამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
• სულ 6 ლექცია - 12 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ონლაინ
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
კურსის მიზნობრიობა:
კურსის მიზანია მსმენელებს გადასცეს ცოდნა სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო და ეფექტური მართვის მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამედიცინო ნარჩენების ეფექტური მართვა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
კურსის აღწერა:
სხვადასხვა სამედიცინო დეწესებულების მიერ წარმოქმნილი ინფექციური, ქიმიური, ფარმაცევტული თუ სხვა ტიპის ნარჩენები შეიცავს ბიოლოგიურ და ტოქსიკურ საფრთხეებს, რომლებიც არასათანადო მართვის შემთხვევაში ზრდის პათოგენების გავრცელების და გარემოს გრძელვადიანი დეგრადაციის რისკებს. შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემების დანერგვა წარმოადგენს პრევენციული მედიცინისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას.
სამედიცინო ნარჩენების სწორ მართვას გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უშუალოდ განსაზღვრავს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეკოსისტემების მდგრადობას და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შემცირებას. არასათანადო მართვის პირობებში ინფექციური, ქიმიური, ფარმაცევტული და ა.შ. სამედიცინო ნარჩენები შეიძლება გახდეს წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების წყარო, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის, ისე ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას.
მიუხედავად საერთაშორისო რეკომენდაციებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების არსებობისა, სამედიცინო ნარჩენების მართვის პრაქტიკა მრავალ ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
გავრცელებულ პრობლემებს შორის აღსანიშნავია, წარმოშობის ადგილზე, ნარჩენების არასათანადო სეპარირება, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური რესურსების შეზღუდულობა, პერსონალის არასაკმარისი პროფესიული მომზადება და კონტროლის მექანიზმების სისუსტე.
სირთულეს წარმოადგენს ასევე უსაფრთხო უტილიზაციის მაღალი ფინანსური ხარჯები, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ამცირებს ნარჩენების მართვის სისტემების ეფექტიანობას და ზრდის ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით რისკებს.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაციას;
- ნარჩენების შეგროვების, სორტირების, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების გამოყენებას;
- ნარჩენების კლასიფიკაციას რისკების მიხედვით;
- ჯანმრთელობისა და გარემოს რისკების შეფასებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას;
- ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების ცოდნას;
- მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების გამოყენებას პრაქტიკაში;
- ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის მეთოდების შედარებით ანალიზს;
- სამედიცინო დაწესებულებაში ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას.
- სამედიცინო ნარჩენების ამოცნობასა და სწორ კლასიფიკაციას;
- ნარჩენების სორტირებას წარმოშობის ადგილზე;
- ფერადი კონტეინერებისა და მონიშვნის სისტემის გამოყენებას;
- ინფექციური ნარჩენების უსაფრთხო მართვას;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას;
- ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებას;
- დაწესებულების შიდა ნარჩენების მართვის წესების დაცვას.
