მაია ჩუბინიძე

მაია ჩუბინიძე


ბიოგრაფია

მაია ჩუბინიძე არის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სასწავლო კურსზე. ასევე, თსუ-ს ბიომრავალფეროვნების კათედრასთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის უფრ. ლაბორანტი; სამეცნიერო ექსპედიეციებისა და პრაქტიკების ხელმძღვანელი. მაია ჩუბინიძე მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი სახეობათა ტაქსონომიური კვლევის და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სპეციალობით.

იგი ახლა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მაია ჩუბინიძე არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტთა ბაზის წევრი (გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების მიმართულებით); ინტესიურადაა ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში. მაია ჩუბინიძე ფლობს თეორიული (ლექცია-სემინარები) და პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის მრავალწლიან გამოცდილებას; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; არის დარგობრივი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.