25 მარტი, 2026
ფიზიკური და ონლაინ• კურსის ღირებულება: 540 ₾
• დაწყების თარიღი: 25 მარტი, 2026
• დასრულების თარიღი: 25 აპრილი, 2026
• დღეები და დრო: ოთხშაბათი 19.00-21.00 და შაბათი 15.00-17.00
• სულ 10 ლექცია - 20 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 440 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 6 დღით ადრე.
მიზნობრიობა:
კურსის მიზანია განახლებადი ენერგიის, კერძოდ კი ბიოენერგიის თემატიკაზე ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება.
კურსის აღწერა:
კურსი პრაქტიკულია თავისი დანიშნულებით და ემსახურება საქართველოში განახლებადი ენერგიის, კერძოდ კი ბიოენერგიის წარმეობისა და გამოყენების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ბიონერგიის კატეგორიებად დაყოფა შესაძლებელია უშუალოდ ენერგიის წარმოების ფორმების მიხედვით, მაგალითად:
a) ბიოსაწვავი (ბიოდიზელი, ბიოეთანოლი, ბიოზეთი);
b) ბიოგაზი (და მისი გაუმჯობესებული ბიოეთანი); და
c) მყარი ბიომასის ენერგია (სოფლის მეურენობის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ხე, სამრეწეველო ნარჩენები).
კურსის მიზანია ბიოენერგიის, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი მთავარი სახეობის თემატიკაზე განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება შემდეგი მიმართულებებით:
- ბიოენერგიის პოტენციალის გამოთვლა;
- ბიომასის რესურსების ტიპების იდენტიფიკაცია და შეფასება;
- ბიოენერგიის წარმოების ძირითადი ტექნოლოგოების გააზრება (ანაერობული გდამუშავება, ბიოგაზი, ბიოსაწვავი);
- ბიოგაზის სადგურის სისტემის სქემატური დაგეგმვა;
- ნარჩენების მართვის და ენერგეტიკულ რესურსად გარდაქმნის დაგეგმვა (მცირე მოდელი);
- ბიოენერგიის მცირე მასშტაბის ბიზნეს გეგმის ან პროექტის კონცეფციის მომზადება;
- ბიომასის როლის გააზრება ცირკულარული ეკონომიკასა და მდგრად განვითარებაში;
- ბიომასის გამოყენების ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტების ანალიზი.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კურსი ასევე ფარავს განახლებადი ენერგიის სხვა სახეობებსაც, ვინაიდან ეს სახეობები ხშირად დაკავშირებულია ერთმანეთთან. კურსის თეორიული ნაწილი განახლებადი ენერგიის სხვადასხვა სახეობებზე მეთოდოლოგიურად გადანაწილებულია და ნაწილობრივ შერეულია ლექციებთან უშუალოდ ბიოენერგიის თემატიკაზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად შეძლოთ ბიოენერგიის სხვდასხვა ტიბების წარმოება და გამოყენება საქართველოში.
აღნიშნული კურსი ასევე ითვალისწინებს პრაქტიკებს, რათა მოხდეს პრაქტიკული ცოდნის გაზიარება უშუალოდ ამ სფეროს პრაქტიკოსების მხრიდან ბიოენერგიის ობიექტებზე.
ბიოენერგიის თემატიკაზე აღნიშნული კურსით გათვალისწინებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენება შესაძლებელია როგორც ბიზნესში, ასვე პირადი მოხმარებისათვის. საქართველოში, ბიზნესის სექტორში მზარდია მოთხოვნა ბიოენერგიაზე, ასევე მზარდად აქტუალურია ბიოენერგიის გამოყენება პირადი/ოჯახური მიზნებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული კურსი სთავაზობს ცოდნის მიღებასა და პრაქტიკის დაუფლებას ზემოთხსენებული ორივე მიმართულებით.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- განახლებადი ენერგიის სახეობები და გამოყენებისა და იმპლემენტაციის საჭიროება;
- ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი განახლებად ენერგიაში;
- საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და ენერგო პოტენციალი;
- მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები და საუკეთესო პრაქრიკები;
- ბიოენერგიის რეგულაციური ჩარჩო საქართველოში;
- ბიოენერგიის მახასიათებელები;
- ბიოენერგიის გამოყენების წარმატებული მაგალითები მსოფლიოში და საქართველოში;
- ბიოენერგიის ძირითადი პარამეტრები;
- ბიოსაწვავი (ბიოდიზელი, ბიოეთანოლი, ბიოზეთი);
- ბიოგაზი (და მისი გაუმჯობესებული ბიოეთანი);
- მყარი ბიომასის ენერგია (სოფლის მეურენობის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ხე, სამრეწეველო ნარჩენები).
