მდგრადობის სამართალი

03 ივნისი, 2025

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

 კურსის ღირებულება: 720 ₾ (შესახლებელია გადახდა ორ ნაწილად)
• დაწყების თარიღი: 3 ივნისი, 2025
• დასრულების თარიღი:  27 ივნისი, 2025
• დღეები და დროსამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
სულ 8 ლექცია - 16 საათი
• ფორმატილექციები ტარდება ფიზიკურადშესაძლებელია დასწრება ონლაინსრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერისალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდასროგორც წინაპირობას
• სალექციო ენაქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართიმარჯანიშვილის . N5, თბილისი

 

შესავალი:

მდგრადობის სამართალი (sustainability law) წარმოადგენს სამართლის ახალ სასწავლო საგანს.

მდგრადობის სამართალი უკვე გახდა სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების სახელწოდების ნაწილი, მაგ. Leuphana University Lüneburg, “Sustainability Law: Energy, Resources and Environment“; SRH University Campus Heidelberg, “ESG and Sustainability Law“; Australian National University, “Environmental and Sustainability Law“; 

მდგრადობის სამართალი ასევე გახდა სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების კვლევითი ცენტრების სახელწოდება, მაგ. University of Heidelberg, “Forschungsstelle für Nachhaltigkeitsrecht“; University of Oslo, “Sustainability Law “;

მდგრადობის სამართალი ასევე გახლავთ სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სასერტიფიკატო კურსების სახელწოდების ნაწილი, მაგ. Indiana University, “Sustainability Law and Policy“; Drake University, “Environmental and Sustainability Law“.

 

კურსის აღწერა:

მდგრადობის სამართალი აერთიანებს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ქვეყნის შიდასახელწმიფოებრივ კანონმდებლობას მდგრადობის სფეროში.

მდგრადობის სამართალი, როგორც სამართლის ახალი საგანი, არის მდგრადობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კანონებისა და რეგულაციების ერთობლიობა, კერძოდ კი:

  • მდგრადობის სამართალი არეგულირებს მდგრადი განვითარების სამართლებრივ მხარეებს და იმავდროულად წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) სამართლებრივ ჩარჩოს;
  • მდგრადობის სამართალი მოიცავს კანონმდებლობას სამეწარმეო საქმიანობისა და ეკონომიკის სფეროში, იქნება ეს მდგრადი ბიზნესი, მდგრადი ფინანსები თუ ცირკულარული ეკონომიკა;
  • მდგრადობის სამართალი მოიცავს სამართლებრივ აქტებსა და რეგულაციებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე;
  • მდგრადობის სამართალი მოიცავს კლიმატის ცვლილების სფეროში კანონმდებლობასა და სამართალწარმოებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა გადმოსახედიდან;
  • მდგრადობის სამართალის ნაწილია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების (IFC, EBRD, World Bank) რეგულაციები გარემოსდაცვით და სოციალურ პასიხისმგებლობაზე;
  • მდგრადობის სამართალი არეგულირებს განახლებადი ენერგიის სხვადასხვა ტიპების წარმოებისა და  ენერგო ეფექტურობის სამართლებრივი მხარეებს;
  • ევროკავშირის სამართალი მოიცავს დეტალურ დებულებებს მდგრადობაზე, მაგ. European Green Deal, Fit for 55, SFRD, CSRD, CSDDD, EU Taxonomy.

 

 

 

ლექტორი