მდგრადი ნუტრიციოლოგია

29 სექტემბერი, 2025

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

 კურსის ღირებულება: 860 ₾ 
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი, 2025
• დასრულების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2025
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 10 ლექცია - 20 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან   ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესათვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნარეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 200 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 660 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 4 დღით ადრე.

 

მიზნობრიობა

სასერთიფიკატო კურსის მიზანია ქართველ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია კვებასა და ჯანმრთელობაზე, ბიომედიცინის, ნუტრიციოლოგიის თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით. მსმენელები გაეცნობიან პრევენციის უახლეს სტრატეგიებს ცხობვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის ასამაღლებლად.

სილაბუსი

კურსის აღწერა

ერთ მხრივ მდგრადი ნუტრიციოლოგია გვთავაზობს კვებისა და ცხოვრების ისეთ სტილს, რომელიც ახდენს დაავადების პრევენციას ან მის მართვას კვების დახმარებით, მეორე მხრივ კი ითვალისწინებს ისეთ ეკოლოგიურ მოვლენებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება,  ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ნიადაგის დეგრადაცია.

მდგრადი ნუტრიოლოგია არის ფუნქციური მეიდიცინის მთავარი მიმართულება. კონვენციური მედიცინა ორიენტირებულია ექიმზე და დაავადების სიმპტომების მკურნალობაზე. ფუნქციური მედიცინის მიზანია დაავადების ძირეული მიზეზის აღმოჩენა და მკურნალობა, ყველა ადამიანზე ინდივიდუალური გეგმის შემუშავებით, სადაც გათვალისწინებულია კვება, ცხოვრების სტილი და ინდივიდუალური ბიოქიმია.

აღნიშნული კურსის მიერ შემოთავაზებული სწავლების ძირითადი საგანი იქნება ბიომედიცინის, ნუტრიციოლოგიის ლიტერატურის და ბიოლოგიური-ქიმიური მექანიზმების შესწავლა. კურსი არის ტრანსდისციპლინარული და არ მოიცავს მხოლოდ მეცნიერების ვიწრო ჭრილს. კურსი გვთავაზობს ჯამრთელობისადმი და კვებისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას, სადაც ადამიანი განიხილება როგორც პიროვნება - ფსიქოფიზიკური ერთიანობა და არა როგორც დაავადების ერთეული. ბიომედიცინის საფუძველზე ხდება დაავადებების გამომწვევი ძირეულ მიზეზების გამოკვლევა და შესაბამისად თითოეული ადამიანისთვის ზომიერი, ჰარმონიული კვებისა და ცხოვრების სტილის დადგენა, რაც პიროვნების ჯანმრთელობისა და ბედნიერების საწინდარია.

კურსი მოიცავს მაკრომოლეკულებს, ვიტამინებს, მინერალებს და მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. გავეცნობით მთავარი ქრონიკული დაავადებების ბიოლოგიას და მათი მკურნალობის გზებს. ვისაუბრებთ რა გავლენა აქვს შიმშილსა და ინტერვალურ შიმშილს ეპიგენეტიკაზე. შევეხებით კვებასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციებს და შევაფასებთ მათ უპირატესობებს და ნაკლებს. გავეცნობით ლურჯ  ზონებს, საზოგადოებებს სადაც უჩვეულოდ ბევრი ადამიანი აღწევს 100 წელს და დავაკვირდებით მათ კვების კულტურას და ცხოვრების წესს. შევისწავლით კუჭის მიკრობიომს და მის გავლენას იმუნიტეტზე. 
სწავლების შემოთავაზებული ფორმატი ეყრდნობა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მეცნიერების ნაშრომებს, როგორებიც არიან  Caldwell Esselstyn, Walter Kempner, Nathan Pritikin, Colin Campbell, Ancel Keys, Richard Moore  და სხვებს

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალების ყველა ფორმა და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე
  • ტრადიციული და თანამედროვე კვების კულტურის, დიეტების განსხვავება და მათი გავლენა ცხოვრების ხარისხზე
  • კვების რეკომენდაციებს მიღმა არსებული კვლევები და ორგანიზაციები  
  • მთავარი ქრონიკული დაავადებების ბიოლოგია, მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზები და სრულყოფილად მკუნალობის გზები
  • ბიომედიცინის უახლესი კვლევები ინტერვალური შიმშლის, ეპიგენეტიკის, ქუჭის მიკრობიომის, სტემ უჯრედების და სხვა თანამედროვე აღმოჩენების შესახებ
  • კბილების მოვლასთან და ორთოდონტიკასთან დაკავშირებული საკითხები რაც ზოგად ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას
  • ევროკავშირის კვების რეკომნდაციები და გეგმა მდგრადი კვების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისკენ

ლექტორი