20 ნოემბერი, 2024
ფიზიკური და ონლაინრეგისტრაცია დასრულებულია!
- კურსის ღირებულება: 340 ₾
- კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
- დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი, 2024
- დასრულების თარიღი: 21 დეკემბერი, 2024
- დღეები და დრო: ოთხშაბათი 19.00-21.00 და კვირა 15.00 – 17.00.
- სულ 10 ლექცია - 20 საათი
- ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
- ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
- კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
- სალექციო ენა: ქართული
- კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
- მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 240 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.
გარემოს მდგრადობა: მნიშვნელობა
- გარემოს მდგრადობა წარმოადგენს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების უახლეს მიდგომას, კერძოდ იგი მოწოდებულია დაიცვას გარემო მდგრადობის პრინციპების აქტიურად გამოყენებით.
- გარემოს მდგრადობა გულისხმობს განვითარების დაბალანსებას დედამიწაზე არსებული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცვით; ახლანდელი და მომავალი თაობების უფლებას უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების ზომიერი გამოყენება და გარემოს კონსერვაცია.
- გარემოს მდგრადობა არის მიმართულება, რომლის აღქმაც მხოლოდ მთლიანობაში შეიძლება. თანამედროვე ტექნოლოგიები, კლიმატური პირობები, ეკოლოგიური მდგომარეობა, ენერგო - და ბუნებრივი რესურსები და ა.შ. კარგად უნდა იყოს გაანალიზებული, რათა ეფექტური იყოს გრძელვადიანი გეგმების შედგენა და განახლებადი რესურსების გამოყენება.
- გარემოს მდგრადობა, როგორც გარემოს დაცვის უახლესი მიდგომა ეფუძნება მდგრადობის მიღწევის მექანიზმების ინტეგრირებას გარემოს დაცვაში: მხოლოდ აკრძალვითი მიდგომები და ნორმები გარემოსდაცვითი მიზნებისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი.
- გარემოს მდგრადობა გულისხმობს გარემოს დაცვას ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობიანი მენეჯმენტით ჩვენი და მომავალი თაობების ინტერესების თანაბრად დაცვის გადმოსახედიდან.
- გარემოს მდგრადობის კონცეფციის გადმოსახედიდან, ბიზნესს აქვს განსაკუთრებული როლი. უფრო კონკრეტულად კი, კერძო სექტორს აქვს მეტი შესაძლებლობები ვიდრე ცალკეულ ინდივიდებს მოახდინონ ინვესტირება მდგრად და პასუხისმგებლობიან პრაქტიკებში, იქნება ეს განახლებადი ენერგია თუ ნარჩენების რეციკლირება.
მიზნობრიობა:
- კურსის მიზანია ქართულ აუდიტორიას შესთავაზოს განათლების მიღება დღევანდელ მსოფლიოში გარემოს დაცვის უახლესი მიდგომის - გარემოს მდგრადობის თაობაზე.
- დღევანდელ მსოფლიოში გარემოს მდგრადობა არის სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობის წიგნების, სამეცნიერო ჟურნალების, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებისა და სამეცნიერო კონფერენციების საგანი.
- უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ გადადგმულა ნაბიჯები გარემოს მდგრადობის საგნის დამკვიდრების კუთხით და აღნიშნული კურსი თავის მხრივ არის პირველი წამოწყება ამ მიმართულებით.
- დაინტერესებული მსმენელები გაეცნობიან გარემოს მდგრადობის კონცეფციებს, მდგრადი განვითარების მისაღწევად რესურსის ხელახალი გამოყენების დანერგვას; ეკო-ეფექტური საწარმოების მუშაობის პრინციპებს; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ნედლეულის ეკონომიურ გამოყენებას; მდგრადი მოხმარების დანერგვას, ისე რომ არ დაირღვეს ეკოსისტემებში, ბიოსფეროში არესბული წონასწორობა. გადაჭარბებული და მტაცებლური მოხმარების შედეგად გამოწვეულ ლოკალურ და გლობალურ პრობლემებს (როგორებიცაა: კლიმატის ცვლიება, ოზონის შრის დაზიანება, არიდიზაცია, ტყის ფართობის შემცირება და ა.შ.).
- ასევე, კურსის მიზანია ნათლად იყოს წამოდგენილი მდგრადი განვითარების პრინციპების განსახორციელებლად საჭირო ინოვაციური გზების მოძებნის მეთოდები; მდგრადი განვითარებისათვის ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მეთოდები მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან კორელაციაში; გაეცნონ განახლებად და არაგანახლებად ბუნებრივ რესურებს; საქართველოს გარემოსდაცვით და მდგრადი განვითრების პოლიტიკას.
კურსის აღწერა
- გარემოს მდგრადობა, როგორც საგანი ეხება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისე, რომ არ მოხდეს დედამიწის ეკოსისტემებისათვის ზიანის მიყენება. გარემოს მდგრდობის მიზანია მაქსიმალურად დაიცვას ბალანსი დედამიწის ეკოსისტემებსა და კონსუმერიზმს შორის.
- კურსი გარემოს მდგრადობაზე მოიცავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის ინტეგრირებულ მიმართულებებს. გარემოს მდგრადი განვითრებით ეკოლოგიური პრობლემების - ტყეების მასიური გაჩეხვა, სახეობების გადაშენება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება და ა.შ. შემცირებას და სხვადასხვა რესურსის როგორც გამოყენების, ისე მიღების ეფექტურ მეთოდებს.
- კურისის თემატიკა მოიცავს ბუნებაზე მავნე ზემოქმედების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ბუნების დაცვის სტრატეგიების ჩართულობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
- გარემოს მდგრადობის კურსის მიზანია შეასწავლოს წარმოებული პროდუქციით მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ამავდროულად, ნედლეულის ეკონომიკურ გამოყენება, ისე რომ არ დაირღვეს ეკოსისტემების ბუნებრივი ჰომეოსტაზი.
- კურსი ასევე შეეხება საქართველოში მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის არსებული მდგომარეობას და მათ თანამედროვე მოთხოვნილებებთან ადაპტირებას.
კურსის გაგვლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
- გარემოს მდრადობის ძირითადი კონცეფციები და მიდგომები;
- მდგრადი განვითარების მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საერთაშორისო ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობა და თანამედროვე მიდგომები;
- გარემოზე პოტენციურად მავნე ზემოქმედების მქონე საქმიანობების კონტროლის და შემცირების ადაპტირებული მეთოდები;
- განახლებადი და არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
- მდგრადი განვითარების პრინციპების განსახორციელებლად საჭირო ინოვაციურიი გზების მოძებნა;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და რეგულირება;
- ბუნებაში მიმდინარე კრიტიკული სიტუაციების შეფასება-რეგულირების შესახებ სათანადო რეკომენდაციების გამომუშავება;
- მდგრადი განვითარების მისაღწევად რესურსის ხელახალი გამოყენების დანერგვა;
- ეკო-ეფექტური საწარმოების მუშაობის პრინციპები;
- მდგრადი მოხმარების დანერგვა, ისე რომ არ დაირღვეს ეკოსისტემებში არსებული წონასწორობა;
- გადაჭარბებული და მტაცებლური მოხმარების შედეგად გამოწვეული ლოკალურ და გლობალურ პრობლემების მოგვარების გზები, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციები.