22 ნოემბერი, 2024
ფიზიკური და ონლაინ• კურსის ღირებულება: 340 ₾
• კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
• დაწყების თარიღი: 22 ნოემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 24 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: სამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
• პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
• სულ 10 ლექცია - 20 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობასსალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 240 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.
მიზნობრიობა:
კურსის მიზანია, დაინტერესებულ მსმენელებს გააცნოს ერთ-ერთი გლობალური პრობლემის - ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები; ნარჩენების რეციკლირებით პროდუქციის და ენერგიის მიღების გზები; შესაძლებლობები კერძო სექტორში ნარჩენების რეციკლირებით სამეწარმეო საქმიაობაზე, მათ შორის საქართველოში; გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა. დასახელებული კურსის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ ცოდნას ნარჩენების ძირითადი წყაროების და იდენტიფიცირება/კლასიფიკაციის შესახებ; გაეცნობიან ბიოსფეროს მდგრადობაზე ნარჩენების ნეგატიური და პოზიტიური ზეგავლენის შეფასების გზებს.
კურსის აღწერა:
დღევანდელ დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანთა პოპულაცია. ინტესიურად იზრდება მოთხოვნილება როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ რესურსებზე. ნებისმიერი მოთხოვნილების პროდუქტი გარკვეული ხნის ექსპლოატაციის შემდეგ ნარჩენად იქცევა. ამიტომ, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეულად აქტუალური საკითხია - ნარჩენების სწორი მენეჯმენტი. დღეს მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყანა ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ ჰქონდეს. ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ნარჩენების წარმოქმნის წყაროს და მახასიათებლის მიხედვით ზოგიერთი მათგანი გლობალურია - ყველა ქვეყნისათვის წარმოადგენს პრობლემას (ძირითადად სამრეწველო ნარჩენები), ზოგი კი – ლოკალურია - მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი (ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენები). ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს; შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს; არასწორად განთავსებული ნარჩნენები გარემოში გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.
ნარჩენების გონივრული მართვა ერთის მხრივ აუცილებელია, რომ გარემოს დაბინძურება (მათ შორის სახიფათო ნარჩენებით) თავიდან იქნას აცილებული, ხოლო მეორეს მხრივ, სწორი რეციკლირებით ხდება აღდგენილი რესურსების კვლავ წარმოების პროცესში დაბრუნება.
კურსი მიმოიხილავს სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელებს; ტრანსსასაზღვრო პასუხისმგებლობას; ნარჩენების დახარისხების, შეგროვების და განთავსების ადაპტირებულ ფორმებს; ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
სასწავლო კურსის შინაარსი საინტერესო იქნება ფართო აუდიტორიისათვის, ვინაიდან დღევანდელ დღეს, მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში (მედიცინა, მრეწველობა, აგრონომია და ა.შ.) აქტუალურია და დიდი მნიშვნელობა აქვს ნარჩენების სწორად განთავსებას.
ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა განვითარებად ქვეყნებში გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრეით რთულია ნარჩენების შეგროვების სისტემის უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია სოფლად მცოხვრები მოსახლეობისათვის. მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების უმეტესობა ბუნებაში ხელოვნურად მოწყობილ ნაგავსაყრელებში, ან უბრალოდ მდინარეებსა და ხეობებში განთავსდება. შესაბამისად, ლითოსფეროს, ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს დაბინძურებას იწვევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნარჩენები ამ სამივე სფეროში წარმოდგენილ ცოცხალ ორგნაიზმებზე თითქმის დამღუპველად მოქმედებს, მაშინ ნარჩენების მართვა კიდევ უფრო მეტ გარემოსდაცვით ღრებულებას იძენს.
სილაბუსი:
ამ კურსის ბოლოს მონაწილეებს ეცოდინებათ:
- ნარჩენების წარმომქმნელი წყაროების იდენტიფიცირება; ნარჩენების კლასიფიკაცია;
- ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების და გარემოს დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა.
- სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების უსაფრთხო შეგროვება, ტრანსპორტირება და განთავსება.
- ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შედგენა.
- ნარჩენების მართვის კოდექსის ძირითადი დებულებები და მოთხოვნები.
- ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის მიღების ეტაპობრიობა.
- ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვა.
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინსინერაციის მეთოდები.
- ელექტრული ნარჩენების შეგროვება და რეციკლირება.
- ნარჩენების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური წესით დამუშავების ტექნოლოგიები.
- ატმოსფეროს, ლითოსფეროს და ჰიდროსფეროს დაბინძურების კონტროლი.პრევენცია.
- სამედიცინო ნარჩენების მართვა.
- ბიოსფეროში ნივთიერებათა ცვლის ციკლი.
- სუფთა ეკოლოგიური გარემოს დაგეგმარება.
- ბიოსფეროს მდგრადი განვითარება.
- შესაძლებლობები კერძო სექტორში ნარჩენების რეციკლირებით სამეწარმეო საქმიაობაზე.