მდგრადი ტურიზმი

20 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია
  • კურსის ღირებულება: 280 ₾ 
  • კურსის საფასურის გადახდა გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით
  • დაწყების თარიღი20 ნოემბერი, 2024
  • დასრულების თარიღი21 დეკემბერი, 2024
  • დღეები და დროოთხშაბათი 19.00-21.00 და შაბათი 15.00-17.00
  • პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილებიპრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისასმსმენელებთან შეთანხმებით
  • სულ 10 ლექცია - 20 საათი
  • ფორმატილექციები ტარდება ფიზიკურადშესაძლებელია დასწრება ონლაინსრულად ან ნაწილობრივ.
  • ვიდეო ჩანაწერისალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
  • კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდასროგორც წინაპირობას
  • სალექციო ენაქართული
  • კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • მისამართიმარჯანიშვილის . N5, თბილისი


შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგკურსზე ჩასარიცხადასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 180 ლარის უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.


კურსის მიზანი:

მონაწილეებს შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება  მდგრადი ტურისტული პრაქტიკებისა და მათი გავლენის შესახებ  ბუნებრივ გარემოზე, ასევე, დაინახონ ადგილობრივი თემების როლი და საჭიროება რეგიონის სოციო-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის.

მონაწილეებს შეეძლოთ საქართველოში მდგრადი ტურისტული პროექტების წარმატებული მაგალითების შექმნა - ტურიზმის მდგრადი მართვა და მდგრადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება.

მონაწილეებს შეეძლოთ შეიტანონ არსებულ ტურისტულ პროექტებში მდგრადი ტურიზმის ელემენტები და/ან გარდაქმნან არსებული ტურისტული პროექტები უფრო ეკო-მეგობრულად.
 

კურსის აღწერა:

მდგრადი ტურიზმი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ აქტიურ სფეროდ,  რომელიც ეხმიანება უამრავ სოციალურ, კულტურულ, ეკონომუკურ და გარემოსდაცვით საკითხს და ცდილობს მათ ჰარმონიზაციას. კურსის განმავლობაში  მსმენელი გაიგებს თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკამ და პასუხისმგებლიანმა მოგზაურობის ფორმამ ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას და გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი. მონაწილეები გაეცნობიან ეკო-სერთიფიცირების ტიპებს, ადგილობრივი თემების როლს და ჯანსაღი ტურისტული პროდუქტის შექმნის ინიციატივებს.  კურსის ერთ-ერთი მიმართულება შეეხება ურბანულ განვითარებას, ინოვაციურ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავების სტრატეგიებს. გაეროს მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპები იქცა ერთ-ერთ შთაგონებად, რათა ამ კურსის ფარგლებში მოხდეს ამ პრინციპების პოპულარიზაცია და პრაქტიკაში გამოყენება. 

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული მაგალითების ნაზავით ამ კურსის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მოქმედი ეკოტურიზმის განმარტებებს და მათ შესაბამისობას ადგილობრივ რეალობასთან.  კურში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება წარმატებულ გლობალურ და ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან რეგენერაციული და ჰოლისტიკური მიდგომებით, მათ შორის შევეხებით ეკოსოფლების კონცეფციას, გლობალური ეკოსოფლების ქსელს, პირველ ეკოსოფელს კავკასიის რეგიონში რომელიც, მიჩნეულია  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობად. კურსის საკითხების შედგენისას გამოყენებულია სხვადასხვა კვლევები, სტატიები, სახელმძღვანელოები. ასევე, მიმდინარე გარემოსდაცვითი პროტესტების სიტუაციური შესწვლა, სადაც ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობა იგეგმება ადგილობრივების ნების საწინააღმდეგოდ.
 

სილაბუსი:

იხბმული
 

ამ კურსის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ:

  • მდგრად ტურიზმში ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობას დანახვას.
  • ინოვაციური ტურისტული ინფრასტრუქტურის სიტუაციურ ანალიზს.
  • ტურიზმზე, კლიმატის ცვლილების შედეგად, ადაპტაციისა და შერბილების სტრატეგიების იდენტიფიცირებას.
  • ტურიზმის კულტურული და ტრადიციული განზომილებების გადაფასებას მდგრადობის პრიზმაში.
  • გლობალური თანამშრომლობის კონტაქტების მოძიებას და მდგრადი ტურისტული პროექტების წარმატებული მაგალითების კვლავწარმოებას.
  • გაეცნონ გლობალური ეკოსოფლების ქსელის პროექტებს და ჩაერთონ ადგილობრიცი ეკოსოფლის განვითარების პროცესში
  • ადგილობრივი წარმოების, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საჭიროებას ტურისტურ პროდუქტში.
  • მდგრადი მებაღეობის, პერმაკულტურისა და რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პრინციპების გამოყენებას ტურისტული სერვისების შექმნისას.
  • განასხვაონ და იკვლიონ მომთაბარე ტურისტული ფორმები.
  • შეიმუშაონ სტრატეგიები ტურიზმის მდგრადი მენეჯმენტისთვის ისეთი საკითხების დასაბალანსებლად, როგორიცაა ჯენტრიფიკაცია,  სასმელი წყლის დეფიციტი და ურბანული გადინება.
  • შექმნან მდგრადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება მდგრადობის პრინციპებს და აკმაყოფილებს თანამედროვე მოგზაურის საჭიროებებს.
  • შექმნან საქართველოში მდგრადი ტურისტული პროექტების წარმატებული მაგალითები.
  • შეიტანონ არსებულ ტურისტული პროექტებში მდგრადი ტურიზმის ელემენტები.
  • გარდაქმნან არსებული ტურისტული პროექტები უფრო ეკო-მეგობრულად.
  • ეს კურსი განკუთვნილია ტურიზმის პრაქტიკოსებისთვის, ენთუზიასტებისთვის, გარემოსდამცველებისთვის, ურბანული მგეგმარებლებისთვის, მწვანე პოლიტიკით დაინტერესებულთათვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მდგრადი მოგზაურობის პრაქტიკის პოპულარიზაციით და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.

 

 

ლექტორი