გიორგი ჭოჭუა

გიორგი ჭოჭუა


ბიოგრაფია

გიორგი ჭოჭუა მდგრადი ტურიზმის მკვლევარი, PhD. კავკასიაში პირველი მიზანმიმართული ეკოსოფლის თანადამფუძნებელი და მოყვარული მებაღეა. დაახლოებით 10 წელია რაც გიორგი ჩართულია სხვადასხვა სახის მწვანე ინიციატივებში, ფორმალური თუ არა ფორმალური ცოდნის გაზიარებაში და შექმნაში. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ეკოსოფელია. პროექტი რომელიც ეკოლოგიურ გარემოში, კომუნალურ ცხოვრებას, განათლებას, შრომას და მდგრადი ცხოვრების დანერგვას ისახავს მიზნად.

გიორგი ჭოჭუას ბაკალავრის ხარისხი 2012 წელს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკოტურიზმის მენეჯმენტის განხრით მიიღო, ხოლო, 2015 წელს, მაგისტრის ხარისხი მიენიჭა კულტურათაშორის კომუნიკაციებში.

სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას გიორგი ბევრს მოგზაურობდა. მოინახულა სხვადასხვა ტიპის კომუნები და დასახლებები ევროპასა და აზიაში. იკვლია მოგზაურობის ეთიკური გზები/საშუალებები და ამის შემდეგ გადაწყვიტა უფრო სიღრმისეულად შეესწავლა და ეკვლია მდგრადი ტურიზმი და მართვის პრინციპები.

2020-2023 წლებში გიორგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა როგორც პროფესორის ასისტენტი, „გადაწყვეტილების მიღების ქცევებს ეკონომიკაში“ . ამას გარდა ამჟამად ის არის სხვადასხვა პროექტში ჩართული, ისეთი თემების ირგვლივ როგორიცაა: ურბანული მებაღეობა, მდგრადი ტურისტული მარშუტების განვითარება,(Green Silk Road) პერმაკულტურა, მდგრადი არქიტექტურა, ეკო-აქტივიზმი და ა.შ.