გარემოსდაცვითი ანთროპოლოგია

05 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დასრულებულია!

• კურსის ღირებულება: 470 
 კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის       მეთოდის გამოყენებით)
 დაწყების თარიღი: 5 ნოემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 27 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: სამშაბათი და პარასკევი, 19:00-21:00
• სულ 16 ლექცია - 32 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან   ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნარეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 370 ლარის ორ ნაწილად გადახდა. ასეთ შემთხვევაში, 370 ლარის პირველი ნაწილის (ანუ 185 ლარის) გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილის (ანუ 185 ლარის), კურსზე სწავლების პირველი 3 კვირის დასრულების შემდეგ.

 

მიზნობრიობა

კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს ანთროპოლოგიის დისციპლინა და მისი კავშირები გარემოსთან. ამ კავშირებზე ჩაღრმავებისას კურსი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ეკოფემინიზმი, ევოლუციონიზმის კრიტიკა, ეკონომიკური სისტემის გავლენა გარემოზე და უფრო ზოგადად, გარემოსა და ადამიანის თანაურთიერთობა

 

კურსის აღწერა 

გარემოსდაცვითი ანთროპოლოგია ადამიანისა და ბუნების სამყაროს ურთიერთობას აქცევს ფოკუსში და კულტურისა და ბუნების მუდმივ დიალოგურობას შეისწავლის. დისციპლინის მიზანი იმის გამორკვევაა, თუ მაგალითად, როგორ შეიძლება ლანდშაფტი ადამიანის ცხოვრების რიტმს ცვლიდეს და თავის მხრივ, ადამიანის რიტმი რა კვალს ტოვებს ლანდშაფტზე. უფრო მეტიც, გარემოსდაცვითი ანთროპოლოგია კითხვის ნიშნის ქვეშაც კი აქცევს იმ მკაცრ გამიჯვნას, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის არის გავლებული და ამ ორს მხოლოდ თანაურთირეთობასა და თანადამოკიდებულებაში განიხილავს. ამ მიდგომაში ადამიანი გვევლინება, როგორც (სხვა) ცხოველი, რომელიც თავადვეა ბუნებისა და ეკოსისტემის ნაწილი და არა მასზე ზემდგომი ფიგურა

 

გარემოსდაცვით ანთროპოლოგიაში ბუნება ერთგვარ არქივად და კულტურული მეხსიერების მთავარ წყაროდ იქცევა ხოლმე. ხშირად, სწორედ ის მიგვანიშნებს იმ პოლიტიკურ მსვლელობაზე, რომელიც წარმართავს, ცვლის და განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურობას. ეს დისციპლინა ორიენტირდება იმ ცოდნებზე, რომელთაც ეკოსისტემა ინახავს.

 

ისტორიული კონტექსტებისა თუ თეორიული ანალიზის საფუძველზე, კურსი ნიადაგს ქმნის ისეთი კავშირების დასანახად, რომელთაც ხშირად სოციოკულტურული თუ პოლიტიკური დებატებიდან გამოვტოვებთ ხოლმე. ამ კავშირებში გამოსჭვივის მეტად ჰოლისტური ხედვა, სადაც ადამიანი სამყაროს ცენტრში აღარ დგას და მისი არსებობა განპირობებული და გადახლართულია მის გარშემო არსებულ სულიერ თუ უსულო სამყაროზე

 

კურსის შინაარსი 

 

პირველი მოდული : ანთროპოლოგიის საწყისები (1-4 ლექცია)

 

  1. რა არის ანთროპოლოგია?

 

  • ანთროპოლოგიის განმარტება;
  • ანთროპოლოგიის მიმართულებები;
  • დისციპლინის განვითარების გზები;
  • მეთოდოლოგიის მიმოხილვა

 

2. საველე კვლევა და ეთნოგრაფია 
 

  • რას ნიშნავს საველე კვლევა?
  • საველე კვლევის დინამიკა და მკვლევრად ყოფნა;
  • ძალაუფლების საკითხი ველზე ყოფნისას;
  • ეთნოგრაფიის განმარტება;
  • ეთნოგრაფია და რეპრეზეტაციის პოლიტიკა.



3. “მისტიური სხვადა კოლონიალიზმი
 

  • ანთროპოლოგიის ისტორიული კონტექსტები;
  • ეთიკის საკითხი;
  • კოლონიალისტური მზერა;
  • კოლონიალისტური მზერის მიღმა.
     

4. კულტურა და ბუნება 
 

  • რა ურთიერთმიმართება აქვს კულტურასა და ბუნებას?
  • როგორ გამომდინარეობს ეს ურთიერთმიმართება ეპოქალური კონტექსტებიდან?
  • როგორ აყალიბებს კულტურა/ბუნება დაყოფა მჩაგვრელ წესრიგს”?
  • კულტურა/ბუნება დაყოფის კრიტიკა.
     

მეორე მოდული : ეთნოეკოლოგია (5-9 ლექცია)

 

5. რას ვეძახით ბუნებას?
 

  • მიუწვდომელი ბუნების ცნება;
  • ნაკრძალები/დაცული ტერიტორიები;
  • განახლებადი ბუნება;
  • ყოველდღიური ბუნება;

 

6. ბუნება და ეკონომიკური წესრიგი
 

  • ბუნების რესურსული აღქმა;
  • წიაღისეული და მიწის ექსპლუატაცია;
  • ბუნება, როგორც ატრაქციონი;
  • მეცნიერება და ბუნება.

 

7. სკვერები, გაზონები და სხვა ურბანული ბუნება 
 

  • მოთვინიერებული ბუნების ცნება;
  • ბუნების დაგეგმარება;
  • დეკორაციული ბუნება;
  • ქოთნის მცენარეები და ხეივნები, როგორც თვითშენარჩუნების გზა



8. ბუნება და სოციალური მოძრაობები 
 

  • ვისია ბუნება?
  • კონკრეტული მოძრაობების მაგალითების განხილვა;
  • მკვიდრი მოსახლეობისსაკითხი;
  • ნგრევისა და შენების სოციალური მნიშვნელობა;
  • ცივილიზაციის საკითხი და მისი ლიმიტები.

 

9. ეკოფემინიზმი და მეტი
 

  • ეკოფემინიზმის განმარტება;
  • რა აკავშირებს გარემოს დაცვას ფემინიზმთან?
  • ექსტრაქტივიზმის განმარტება;
  • ექსტრაქტივიზმი, ეროვნულობის ცნება და ფემინიზმის საკითხი.

 

 

მესამე მოდული: ადამიანი და (სხვა) ცხოველები: ზოოანთროპოლოგია (10-13 ლექცია)



10. ადამიანი და ცხოველი დასავლურ აზროვნებაში 

 

  • რატომ არის ცხოველი ანთროპოლოგიის საკითხი?
  • ადამიანისა და ცხოველის სოციალური ადგილი;
  • საკრარული ცხოველები; მითიური ცხოველები;
  • ადამიანი, როგორც (სხვა) ცხოველი.


 

11. კომპანიონი და არაკომპანიონი ცხოველები 
 

  • მოშინაურება და ცხოველის ფუნქციონალიზება;
  • ურთიერთმიმართებები კომპანიონ ცხოველებსა და ადამიანს შორის;
  • არაკომპანიონი ცხოველები ადამიანთან თანაკვეთაში;
  • უსახლკარო ცხოველების პოლიტიკა.


 

12. სოკოები

 

  • სოკოს სახეები;
  • სოკოს აღქმა და მოხმარება სხვადასხვა კულტურაში;
  • სოკოს სოციოეკონომიკური მნიშვნელობა;
  • სასიცოცხლო გარემოს რედეფინიცია;
  • შემგროვებლობა, როგორც პროფესია.
     

13. თანადამოკიდებულებისა და ზრუნვის საკითხი

 

  • ევოლუციონალიზმის კრიტიკა;
  • თანადამოკიდებულებაში ყოფნა - ვინ არის საჭირო ვისთვის?
  • ზრუნვის თეორია და ბუნების საკითხი

 

მეოთხე მოდული : ექსპერიმენტალური ანთროპოლოგია (14-16 ლექცია)


 

14. კიბორგი
 

  • ადამიანის რედეფინიცია;
  • უსულოსოციალური აქტორები;
  • ბინარულობის კრიტიკა;
  • კიბორგისა და ბუნების თანაარსებობა.
     

15. ზედაპირები 
 

  • დედამიწის ზედაპირები
  • ზედაპირის მდგომარეობა, როგორც დროებითობა;
  • უსაბუთო ემიგრანტები და წყლისა და მიწის ზედაპირები;
  • სასურველი და არასასურველი ზედაპირები;
  • ზედაპირების სიმბოლურ-ლიტერატურული მნიშვნელობა.
     

16. ხაზები

 

  • მიგრაციის ანთროპოლოგია;
  • გზები და მათი ტრაექტორიები;
  • გზები და ბუნება;
  • ხაზების ეკონომიკა.

     

 

ლექტორი