თათია დვალი
ბიოგრაფია
თათია დვალი 2022 წლიდან არის გენდერის ანთროპოლოგიის დოქტორანტი პარიზ 8-ის უნივერსიტეტში (Université Paris 8 Vincennes-Saint-Denis). მისი კვლევა ქუთაისის მაგალითზე განიხილავს პერიფერიულობის საკითხს, რომელიც სცდება ამ სიტყვის გეოგრაფიულ განმარტებას და ის სხეულებრივ-ემოციურ ჭრილში გადააქვს.
თათია განსაკუთრებით დაინტერესებულია ანთროპოლოგიის იმ ექსპერიმენტალური მეთოდოლოგიით, რომელიც ადამიანისა და მისი გარემოს ურთიერთდამოკირებულების გადმოცემის საშუალებას იძლევა.
მისი სადოქტორო კვლევაც სწორედ ამ მეთოდოლოგიის მოხელთებით ცდილობს პერიფერიულობის თემატიკის გაშლას.