სალომე ახვლედიანი

სალომე ახვლედიანი


ბიოგრაფია


სალომე ახვლედიანი არის მდგრადობის საერთაშორისო კონსალტინგის თანადამფუძნებელი და მდგრადობის მეცნიერების აკადემიის ლექტორი. ის ასევე არის ასისტენტ პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU).

12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების ფარგლებში მას ეკავა არაერთი ლიდერული პოზიცია, მათ შორის: ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფრაქციული ფინანსური დირექტორი (Fractional CFO), ფინანსური მენეჯერი და ფინანსური ანალიტიკოსი. მისი ექსპერტიზა მოიცავს სტრატეგიულ ფინანსურ ლიდერშიპსა და კომპანიის მდგრად განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით მდგრადი ფინანსური პრაქტიკების ეფექტიან ინტეგრაციაზე კერძო სექტორში.

მას მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი და ამჟამად არის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო კვლევა ეხება მმართველობითი აღრიცხვის როლს ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაში, კერძოდ, ESG-ს ინტეგრაციის, არაფინანსური ანგარიშგების და მდგრადობის ანგარიშგების ჩარჩოების დანერგვის საკითხებს სასტუმრო ინდუსტრიაში.

სალომე ახვლედიანს გამოქვეყნებული აქვს სტატიები რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში და მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ასევე, მას შემუშავებული აქვს საავტორო კურსი „პირადი ფინანსების მენეჯმენტი | 360°”, რომელიც ამ ეტაპზე, წარმოადგენს საქართველოში პირველ სრულყოფილ კურსს პირადი ფინანსების მართვისა და ფინანსური წიგნიერების მიმართულებით.

https://www.linkedin.com/in/salome-akhvlediani-2a67796b/