პიროვნული ენერგიის მართვა მდგრადი წარმატებისთვის

26 ნოემბერი, 2024

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია

• კურსის ღირებულება: 470 
დაწყების თარიღი: 26 ნოემბერი, 2024
• დასრულების თარიღი: 26 დეკემბერი, 2024
• დღეები და დრო: სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 10 ლექცია - 20 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
მისამართი: მარჯანიშვილის . N5, თბილისი

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 370 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე.

 

მიზნობრიობა:

დღევანდელ მსოფლიოში „მდგრადი წარმატება“ პიროვნულ განვითარებასთან კავშირში არის სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობის კვლევების, სასწავლო კურსებისა და ტრეინინგების საგანი. მდგრადობა და მასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო აქტუალური ხდება გლობალური მასშტაბით. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მდგრადობა  არის სისტემური აზროვნების სტილი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას და ეკოლოგიას. ის არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და გვეხმარება რესურსების ფექტიანობით მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას.

საკუთარი თავის, უფრო კონკრეტულად კი ჩვენი დროის და ენერგიის მართვა, პირდაპირ კავშირშია მდგრადობის პრინციპებთან. ჩვენს ხელთ არსებული რესურსების (დრო, ენერგია, ემოციები და ა.შ) ეფექტიანი მართვა გვეხმარება ავირიდოთ თავიდან გამოფიტვა და ვუზრუნველყოთ გრძელვადიანი კეთილდღეობა და მივაღწიოთ მდგრად წარმატებას. 

კურსის მთავარი მიზანია, მონაწილემ დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია უსმენდეს საკუთარ თავს, ქონდეს საკუთარი ემოციის სწორი ანალიზის უნარი, რომელიც მოეხმარება ყოველდღიური გამოწვევებისა თუ ცვლილებების მართვაში.

 

კურსის აღწერა:

21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანის მთავარი გამოწვევაა, გაუმკლავდეს სწრაფ, ცვალებად, არაერთგვაროვან გარემოს. ხშირად, ენერგიის ნაკლებობამ, მუდმივმა დაღლილობამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დაქვეითება, მუდმივი უკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც აისახება ცხოვრების ხარისხზე, მიღწევებზე, სამსახურეობრივ წინსვლაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გლობალური კვლევის შეფასებით, სტრესთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის შფოთვა და დეპრესია, რამოდენიმე წელში თითქმის გაუტოლდება გულის იშემიური დაავადებულთა რიცხვობრივ მაჩვენებელს. ხშირად ადამიანებში შფოთვას იწვევს გაურკვევლობა, საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვა, ენერგიის არასწორი მართვა, ფიქრი ერთდროულად ყველაფერზე, არასწორი დასვენების ტიპები, არასწორი ტექნიკა ენერგიების აღდგენის, რომლის შედეგადაც ვიღებთ, ცხოვრების ხარისხის დავარდნას, არ გამოგვდის ურთიერთობები სამსახურეობრივ თუ პირად ჭრილში.

აღნიშნული სასერტიფიკატო კურსი დაეხმარება ადამიანებს გაარკვიონ რა ართმევთ ძალას, რა შეიძლება გახდეს ზრდისა და განვითარების წყარო, ერთად ვნახავთ რა ძალა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელსაც ზედაპირზე ამოსვლის შესაძლებლობების მიცემის შემთხვევაში შეუძლია ცვლილებებისა და შედეგის მოტანა.

 

რატომ ეს პროგრამა?

ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, სადაც თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკუთარი ენერგიის ეფექტიან და მდგრად მართვაზე.

პროგრამა მიჰყვება საკუთარი თავის აღმოჩენის, თვითმოტივაციისა და თვითმართვის სამ სასიცოცხლო ეტაპს, რაც თქვენს ახალ უნარებს მდგრადს ხდის, გრძელვადიან პერსპექტივაში.

თქვენ შეისწავლით ტექნიკებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ გაზრდილი პროდუქტიულობითა და კმაყოფილებით უკვე დარეგისტრირებიდან პირველი კვირის განმავლობაში.

თქვენ მიზნად ისახავთ შეცვალოთ თქვენი ყოველდღიურობა და პროგრამის ფარგლებში სწავლობთ შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებას.

თქვენ გექნებათ საშუალება ივარჯიშოთ თვითმოტივაციასა და დისციპლინის გამომუშავების ტექნიკებზე.

პროგრამას აქვს ძალიან მკაფიო ,,საგზაო რუკა“.

 

კურსის თემატიკა:

მოდული 1: შესავალი-კეთილდღეობის კონცეფცია

ლექცია 1: კეთილდღეობის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და გავლენა;

ლექცია 2: ფიზიკური კეთილდღეობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა: სტრესის

შემცირება, რა კავშირია, საკუთარი თავის მართვასა და მდგრად წარმატებას

შორის;

ლექცია 3: შფოთვის მართვა და ტექნიკა.

 

მოდული 2: საკუთარი თავის მართვა - თეორიიდან პრაქტიკამდე

ლექცია 4: ემოციური ინტელექტი: ემოციური ცნობიერება; თვითრეგულირება და

ინტერპერსონალური უნარები;

ლექცია 5: ცხოვრების ,,სიჩქარეები”დროისა და ენერგიის გავლენა

ყოველდღიურობაზე;

ლექცია 6: რა არის დაღლა? მისი ფაზები და საკუთარი თავის დიაგნოსტირება;

ემოციების რუკა;

მოდული 3: მდგრადი წარმატება_ახალი შესაძლებლობები

ლექცია 7: არის შენი  მთავარი გამოწვევა: დრო თუ ენერგია? მოძრაობაში ნაპოვნი

საკუთარი მე;

ლექცია 8: ენერგიის წყაროები;

ლექცია 9: ხელი ჩაჭიდე შენს ,,ბრმა მეგობარს”, დასვენების 4 ელემენტი, რამდენას

სწორია ,,ჩარჯერი” რომლითაც ვიტენები?;

 

მოდული 4: თვითგამორკვევა

ლექცია 10: ვინ ვარ დღეს? მოგზაურობის დასაწყისიდან მოგზაურის

შენარჩუნრებამდე; მიღების ფაზები.

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ცოდნა შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:

  • შესავალი: კეთილდღეობის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და გავლენა;
  • მდგრადი წარმატების კონცეფცია;
  • ფიზიკური კეთილდღეობა;
  • რა კავშირია საკუთარი თავის მართვასა და მდგრად წარმატებას შორის;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა: სტრესის შემცირება;
  • შფოთვის მართვა და ტექნიკა;
  • ემოციური ინტელექტი: ემოციური ცნობიერება;
  • თვითრეგულირება და ინტერპერსონალური უნარები;
  • ცხოვრების „სიჩქარეები“;
  • დროისა და ენერგიის გავლენა ყოველდღიურობაზე;
  • რა არის დაღლა? მისი ფაზები და საკუთარი თავის დიაგნოსტირება;
  • ემოციების რუკა;
  • რატომ არ უყვარს ფსიქიკას სიცარიელე?;
  • რა არის  შენი მთავარი გამოწვევა: დრო თუ ენერგია?;
  • ენერგიის წყაროები;
  • მოძრაობაში ნაპოვნი საკუთარი მე;
  • ხელი ჩაჭიდე შენს „ბრმა მეგობარს“;
  • დასვენების 4 ელემენტი, რამდენად სწორია „ჩარჯერი“ რომლითაც ვიტენები?;
  • თვითზრუნვის კულტურა;
  • ვინ ვარ დღეს?;
  • მოგზაურობის დასაწყისიდან მოგზაურის შენარჩუნრებამდე;
  • მიღების ფაზები.

 

 

ლექტორი