განახლებადი ენერგიის პროექტების მართვა: იდეიდან კომერციულ ოპერირებამდე

28 September, 2026

OnlineAndOffline

Registration started!
Registration

• კურსის ღირებულება: ₾ 970
• დაწყების თარიღი: 28 სექტემბერი, 2026
• დასრულების თარიღი: 19 ნოემბერი, 2026
• დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00 (2 საათი)
• სულ 16 ლექცია - 32 საათი • ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ.
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• სალექციო ენა: ქართული
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
 

შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 170 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 800 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 8 დღით ადრე.


კურსის მიზნობრიობა:

კურსის მიზანია, მსენელებმა შეიძინონ ინტეგრირებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განახლებადი ენერგიის პროექტების სრული ციკლის სამართავად – ტექნოლოგიების შერჩევასა და რესურსების შეფასებიდან დაწყებული, ფინანსური მოდელირების, ბაზარზე ოპერირების, მარეგულირებელი და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ჩათვლით და პროექტის წარმატებულ კომერციულ ექსპლუატაციამდე. კურსი აერთიანებს ტექნიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ ასპექტებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, დაგეგმონ და შეაფასონ საინვესტიციოდ მიმზიდველი პროექტები და წარმატებით წარუდგინონ ისინი პოტენციურ ინვესტორებს.

 

სწავლების შედეგები:

 

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს განახლებადი ენერგიის პროექტების დაგეგმვასა და მართვის პროცესებში კომპეტენტურ მონაწილეობას. კერძოდ, კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ტექნიკური დაგეგმვა: ოპტიმალური ტექნოლოგიისა და ლოკაციის შერჩევას, ენერგორესურსების (ჰიდრო, მზე, ქარი) პოტენციალის შეფასებასა და ქსელთან მიერთების ტექნიკური სქემების გააზრებას;
  • ენერგეტიკული ბაზრის და ფინანსური ანალიზი: ენერგეტიკული ბაზრის და წახალისების მექანიზმების (მაგ: PPA, FiP, CfD და ა.შ) გააზრებასა და პროექტის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების (მაგ: NPV, IRR, DSCR, LCOE და ა.შ) ანალიზსა და ინტერპრეტაციას;
  • რისკების მართვა: სამართლებრივი და გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიცირებასა და მათ მართვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას;
  • საინვესტიციო მომზადება: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სტრუქტურირებასა და მომზადებას, რომელიც პასუხობს პოტენციურ ინვესტორთა მოთხოვნებს.

 

დასკვნითი დავალება: წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა (PFS)

 

  • კურსის ფარგლებში სტუდენტები შეიმუშავებენ განახლებადი ენერგიის პროექტის წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (Pre-Feasibility Study) სტრუქტურასა და ძირითად ანალიტიკურ ნაწილებს.

 

სასწავლო პროგრამა

კვირა I: ტექნოლოგიის შერჩევა და რესურსის მახასიათებლები

 

ლექცია 1: ტექნოლოგიის შერჩევა და ფიზიკური პარამეტრები

 

  1. მზის ენერგიის ტექნოლოგია: PV მოდულების ტიპები, ინვერტორები და ეფექტურობის ძირითადი პარამეტრები;
  2. ქარის ენერგიის ტექნოლოგია: ქარის ტურბინების ტიპები და პროდუქტიულობის განსაზღვრა;
  3. ჰიდროენერგეტიკა: ჰესების ძირითადი ტიპები და ჰიდროლოგიური მახასიათებლები;
  4. ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები და მათი როლი ენერგოსისტემაში;
  5. განახლებადი ენერგიის თანამედროვე ტენდენციები, ინოვაციები და გლობალური სტატისტიკური მიმოხილვა.

 

ლექცია 2: ტექნოლოგიების ეკონომიკური ანალიზი

 

  1. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ეკონომიკური შეფასების ძირითადი მაჩვენებლები და მეთოდები (LCOE, CAPEX, OPEX);
  2. მზის, ქარისა და ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების ღირებულებისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზი;
  3. ტექნოლოგიების ფასების ცვლილების თანამედროვე ტენდენციები და მათი გავლენა პროექტების ეკონომიკაზე;
  4. რეგიონული ბაზრებისა და მიწოდების ჯაჭვის გავლენა საინვესტიციო ხარჯებზე;
  5. განახლებადი ენერგიის განვითარების პროგნოზები.

 

კვირა II: რესურსი და ქსელი

 

ლექცია 3: რესურსის კვლევა

 

  1. პროექტისთვის შესაფერისი ტერიტორიის შერჩევა;
  2. მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების მონაცემების შეგროვება და შეფასება;
  3. ესურსის პროგნოზირება (P10, P50, P90) ალბათობის მნიშვნელობა ბანკებისთვის და მისი მნიშვნელობა პროექტის ფინანსური სანდოობისთვის;
  4. ტექნიკური დანაკარგების შეფასება (ჩრდილი, დაბინძურება, რესურსის ცვალებადობა);
  5. ინტერაქტიული რუქებისა და გეოსაინფორმაციო მონაცემების გამოყენება პროექტის ანალიზში.

 

ლექცია 4: ქსელთან ინტეგრაცია  და მიერთება

 

  1. საქართველოში ელექტროსისტემასთან მიერთების ძირითადი პროცედურები და რეგულაციები;
  2. გადამცემ/გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურული გზამკვლევი;
  3. ქსელში თავისუფალი სიმძლავრეებისა და მიერთების წერტილის შერჩევა;
  4. ქსელის წესების მოთხოვნები და სისტემის სტაბილურობის საკითხები;
  5. გამომუშავების შეზღუდვის და ქსელის რისკების შეფასება;
  6. მონაცემების მონიტორინგის და მართვის სისტემები.

 

კვირა III: მარეგულირებელი გარემო და გარემოს დაცვა

 

ლექცია 5: ნებართვები და პროექტის სათანადო სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური შემოწმება (Due Diligence)

 

  1. მშენებლობის ნებართვა: ეტაპები სხვადასხვა კლასის ობიექტებისთვის;
  2. მიწასთან დაკავშირებული საკუთრებისა და სარგებლობის უფლებები;
  3. მემორანდუმი: მთავრობასთან ურთიერთობის ხელშეკრულების მნიშვნელობა;
  4. საჯარო და კერძო თანამშრომლობა: საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმები;
  5. პროექტის სამართლებრივი, ტექნიკური, ფინანსური და გარემოსდაცვითი შეფასება;
  6. ძირითადი რისკების იდენტიფიცირება და მართვა – მარეგულირებელი, სამართლებრივი, ტექნიკური, ფინანსური და გარემოსდაცვითი რისკები.

 

ლექცია 6: გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება

 

  1. გარემოზე ზემოქმედების შეფასება
  2. IFC სტანდარტები: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი მოთხოვნები;
  3. სოციალური ზემოქმედება: მოსახლეობასთან კომუნიკაციის გეგმა და საჩივრების მართვის ეფექტური მექანიზმი;
  4. მდგრადობისა მართვის პრინციპები: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) გადაწყვეტილებები პროექტის განვითარებისთვის;
  5. შრომის უსაფრთხოება: რისკების შეფასება სამშენებლო მოედანზე (ISO 45001).

 

კვირა IV: კომერციული ხელშეკრულებები და მხარდაჭერის მექანიზმები

 

ლექცია 7: გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები და წარმოშობის სერტიფიკატები

 

  1. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების (PPA) არსი;
  2. PPA ხელშეკრულებების სტრუქტურა და მახასიათებლები;
  3. კორპორატიული PPA: გრძელვადიანი შემოსავლის გარანტია;
  4. გრძელვადიანი გადაცემის ხელშეკრულების არსი, მნიშვნელობა და პრაქტიკული გამოყენება;
  5. ნეტო აღრიცხვა/დარიცხვის მექანიზმი;
  6. წარმოშობის სერტიფიკატები (GO): მწვანე ენერგიის მონეტიზაცია.

 

ლექცია 8: სიმძლავრის აუქციონი და CfD მექანიზმი

 

  1. სიმძლავრის აუქციონი: მიზანი, ჩატარების პროცედურა და მონაწილეთა ვალდებულებები;
  2. აუქციონის ჩატარების პროცედურა და შერჩევის კრიტერიუმები – განაცხადების მიღება და შეფასება, გამარჯვებულის გამოვლენა, ფასის, სიმძლავრის, ტექნიკური პარამეტრებისა და შესრულების ვალდებულებების საფუძველზე;
  3. ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების რისკები – გამარჯვებულის უფლებები და ვალდებულებები, ასევე ფინანსური, ტექნიკური და მარეგულირებელი რისკები;
  4. ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების (CfD) მექანიზმი და არსი; პრემიალური თარიფები (FiP);
  5. ბაზრის ოპერატორის (ესკო) როლი მხარდაჭერის ხელშეკრულებების განხორციელებისას.

 

კვირა V: EPC და პროექტის დაფინანსება

 

ლექცია 9: პროექტირება, შესყიდვა და მშენებლობა (EPC)

 

  1. EPC (Engineering, Procurement, Construction) მოდელის არსი და მისი გამოყენება განახლებადი ენერგიის პროექტებში;
  2. FIDIC კონტრაქტების მნიშვნელობა და სტრუქტურა EPC პროექტებში, მათ შორის Red, Yellow და Silver Book;
  3. EPC კონტრაქტის ძირითადი ეტაპები – პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა და ობიექტის ჩაბარება;
  4. EPC პროექტებში რისკების გადანაწილება და კონტრაქტორის პასუხისმგებლობა (ვადები, ხარჯები, შესრულება);
  5. EPC/FIDIC მოდელის როლი პროექტის დაფინანსებადობაში, ფინანსურ სტრუქტურირებასა და ინვესტორებისთვის სანდოობის შექმნაში.

 

ლექცია 10: პროექტის დაფინანსება

 

  1. პროექტის დაფინანსების არსი: პროექტის დაფინანსების პრინციპები;
  2. დაფინანსების სტრუქტურა: საკუთარი კაპიტალისა (Equity) და სასესხო რესურსების (Debt) თანაფარდობა და დაფინანსების ძირითადი წყაროები;
  3. ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები და პროექტის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები;
  4. ფინანსური მოდელირება – ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები (NPV, IRR, DSCR);
  5. რისკების მართვა და უზრუნველყოფა: გარანტიები, დაზღვევა და ა.შ.
  6. განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების პრაქტიკული მაგალითები: დაფინანსების სტრუქტურები და ბაზრის პრაქტიკა.

 

კვირა VI: ელექტროენერგიის ბაზარი

 

ლექცია 11: ბაზრის სტრუქტურა და მონაწილეები

 

  1. ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაცია: კონკურენტული ბაზრის მოდელის პრინციპები;
  2. ელექტროენერგიის ბაზრის ძირითადი მონაწილეები: გადამცემი სისტემის ოპერატორი (TSO), განაწილების სისტემის ოპერატორი (DSO), ბაზრის ოპერატორი (ESCO), ენერგეტიკული ბირჟა (GENEX), ელექტროენერგიის მწარმოებლები, მიმწოდებლები და მომხმარებლები;
  3. მარეგულირებლის როლი ბაზრის ფუნქციონირებაში: მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ფუნქციები და უფლებამოსილებები;
  4. ბაზარზე ოპერირების მოთხოვნები: ავტორიზაცია, ლიცენზირება, რეგისტრაცია და ბაზრის მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებები;
  5. ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა: ევროკავშირის ენერგეტიკული პაკეტების ძირითადი მოთხოვნები და მათი იმპლემენტაცია საქართველოში.

 

ლექცია 12: ოპერაციული ვაჭრობა და ბალანსირება

 

  1. დღით ადრე და დღიური ბაზრები (DAM, IDM): სავაჭრო პროცესები;
  2. საბალანსო ბაზარი:  სისტემის და ბალანსის უზრუნველყოფა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის (BRP), საბალანსო ჯგუფების (BG), დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის (BSP) როლი და მონაწილეთა პასუხისმგებლობები;
  3. ფასწარმოქმნა და ანგარიშსწორება: ფინანსური ანგარიშსწორების მექანიზმები;
  4. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა: იმპორტ-ექსპორტი მეზობელ ქვეყნებთან;
  5. საოპერაციო და საბაზრო რისკების მართვა: ქსელის შეზღუდვები, პროგნოზირების რისკი, საბაზრო ფასების მერყეობა, რისკების შემცირების მექანიზმები.

 

კვირა VII: პროექტის ექსპლუატაცია, ენერგიის რეალიზაცია და ექსპორტი

 

ლექცია 13: ენერგიის რეალიზაცია და ექსპორტი

 

  1. შიდა ბაზარზე რეალიზაცია: ელექტროენერგიის რეალიზაცია ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ბირჟაზე (GENEX), ესკოზე.
  2. ექსპორტის და იმპორტის შესაძლებლობები: საქართველოს ენერგეტიკული ექსპორტის პოტენციალი, იმპორტის შესაძლებლობები და რეგიონული ბაზრები;
  3. სტრატეგიული ინფრასტრუქტურა: ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზები, მომავლის პერპექტივები;
  4. ქსელის ტექნიკური შეზღუდვები და სავაჭრო ბარიერები;
  5. რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაცია – საქართველო, როგორც სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბი;

 

ლექცია 14: ენერგეტიკული ობიექტის ოპერირება საქართველოს ენერგოსისტემაში

 

  1. ენერგოსისტემაში ოპერირების ჩარჩო: გენერაციის ობიექტების ყოველდღიური მუშაობა ბაზრისა და სისტემის ოპერატორების მოთხოვნების შესაბამისად;
  2. ქსელთან ტექნიკური შესაბამისობა: ძაბვის, სიხშირისა და ქსელის წესების დაცვა, დისპეტჩერის მითითებების შესრულება;
  3. გენერაციის ოპერაციული მართვა: წარმოების დაგეგმვა და რეალურ დროში კორექტირება სისტემის მოთხოვნების მიხედვით;
  4. ქსელური შეზღუდვები და რისკები: ქსელის შეზღუდვების პირობებში ოპერირება და სისტემური სტაბილურობის უზრუნველყოფა;
  5. ოპერაციული მონიტორინგი – SCADA სისტემებით მონაცემების კონტროლი და სადგურის ეფექტიანობის შეფასება.

 

კვირა VIII: ფინალური დავალება

 

ლექცია 15: წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სტრუქტურის მიმოხილვა და ინდივიდუალური კონსულტაცია

 

  1. პროექტის ზოგადი მიმოხილვა: პროექტის კონცეფცია, ძირითადი ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები;
  2. ტექნიკური ანალიზი: ლოკაციის შერჩევა, ტექნოლოგიური გადაწყვეტა, არსებული რესურსის შეფასება და ელექტროენერგიის წარმოების პროგნოზი;
  3. ქსელთან ინტეგრაცია: მიერთების პირობები, ტექნიკური მოთხოვნები და სავარაუდო ხარჯები;
  4. მარეგულირებელი და გარემოსდაცვითი საკითხები: ნებართვები, მიწასთან დაკავშირებული უფლებები, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასება;
  5. კომერციული და საბაზრო მოდელი: ელექტროენერგიის რეალიზაციის სტრატეგიები (PPA, FiP, CfD, საბაზრო ვაჭრობა და სხვა მექანიზმები);
  6. ფინანსური შეფასება:  საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯები, ფულადი ნაკადების ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები (NPV, IRR, DSCR, უკუგების პერიოდი და ა.შ).

 

ლექცია 16: პრაქტიკული სემინარი და ჯგუფური პროექტის პრეზენტაცია

 

დასკვნითი დავალება: სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ტექნოლოგია (მზე, ქარი ან ჰიდრო), განსაზღვრონ პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ლოკაცია საქართველოში, შეიმუშაონ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სტრუქტურა და ძირითადი შენაარსობრივი კომპონენტები. დავალება უნდა მოიცავდეს პროექტის ტექნიკური, მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი, კომერციული და ფინანსური ასპექტების მიმოხილვას, ასევე საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძირითადი ანალიზების აღწერას.

Lecturer